ვაგინიტი
ვაგინიტი (კოლპიტი) – არის საშოს ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც პროვოცირებულია დაავადების გამომწვევი მიკრობების აქტივობით. ვაგინიტი გინეკოლოგიაში ყველაზე გავრცელებული დაავადება. დღეისათვის დაავადება აღენიშნება მომწიფებული ასაკის ყოველ მესამე ქალბატონს.
მიზეზები
· სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
· საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება;
· საერთო ინფექციური დაავადებები;
· საშვილოსნოს ანთებითი დაავადებები;
· ნაწლავის დისბაქტერიოზი;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· ქიმიური და თერმული ფაქტორების ზემოქმედება.
ვაგინიტი ბავშვებში (5-12 წლის გოგონები) ვითარდება საშოში სისხლის ნაკადთთან ერთად ინფექციის შეჭრისას, გრიპისას, ქუნთრუშას ან წითელას დროს.
ვაგინიტის სიმპტომები
დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომებია:
· საშოს ლორწოვანი გარსის სიწითლე და შესიება;
· ჭარბი თეთრად შლა (ზოგჯერ სისხლნარევი);
· მუცლის ქვემოთ ტკივილი;
· გარე სასქესო ორგანოების წვა და ქავილი;
· უსიამოვნო სუნი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა მოიცავს:
· ვულვის დათვალიერება და საშოს გამოკვლევა;
· საშოს ბაქტერიოსკოპიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
· სქესობრივი გზით გადამდები (პჯრ-დიაგნოსტიკა).
ვაგინიტის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა გულისხმობს:
· დაავადების გამომწვევზე მოქმედი პრეპარატების დანიშვნას (აბები, მალამოები, სანთლები);
· ხსნარებისა და ანტისეპტიკების გამოყენება ადგილობრივი მოხმარებისთვის;
· იმუნიტეტის აწევა და საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენა.
ბავშვებში ვაგინიტის მკურნალობისთვის საჭიროა ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტი.
საშიშროება
· ქრონიკულ ვაგინიტს მივყავართ საშვილოსნოს ყელის ეროზიამდე;
· შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს შიდა ფენის ანთებითი პროცესი (ენდომეტრიტი);
· ბავშვებში ხშირად ჩნდება დიდი და მცირე სასქესო ტუჩების ნაპრალები;
· ხანდაზმულ ქალბატონებში ჩნდება საშოს კედლების ჰიპოქსია (სისხლით ნაკლებ მომარაგება), რის შედეგადაც საშოს კედლებზე ჩნდება წყლულები;
· უშვილობის რისკი.
რისკის ჯგუფი
· შარდსასქესო ორგანოების სხვა დაავადებების მქონე ადამიანები;
· ადამიანები, რომლებიც იყენებენ შიდასაშვილოსნო კონტრაცეპტივებს;
· ადამიანები, რომელბსაც მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება აქვთ.
პროფილაქტიკა
· სასქესო ორგანოების ჰიგიენის დაცვა;
· ინტიმური ჰიგიენის არომატიზირებული საშუალებების, ტამპონების, საფენების, ხელსახოცების, ასევე ანტიბაქტერიალური თვისებების მქონე საპნის გამოყენების გამორიცხვა;
· სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივის გამოყენება და შემთხვევითი სქესობრივი კავშირების გამორიცხვა;
· ბამბის ქსოვილით შეკერილი ქვედა საცვლების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის მოძრაობას გარე სასქესო ორგანოების მიდამოებში;
· კვების კონტროლი: რძემჟავას შემცველი საკვების, ხილის, ბოსტნეულის გამოყენება და ტკბილეულის შეზღუდვა.