ურემია
ურემია - წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში აღინიშნება ცილოვანი ნივთიერებების ცვლის დარღვევა, რაც გამოწვეულია თირკმელების მუშაობის დარღვევით. დაავადება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული ფორმის.
მიზეზები
· შოკი;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· ტრავმები;
· დამწვრობა;
· მოყინვა;
· საკვებით მოწამვლა;
· ნეფროსკლეროზი;
· გლომერულონეფრიტი;
· ქრონიკული ნეფრიტი;
· პიელონეფრიტი;
· საშარდე გზების გაუვალობა;
· შეშუპება;
· თირკმელების სისხლძარღვების გაჭედვა;
· თიკმელებში კისტების გაჩენა;
· თირკმელებში კენჭები;
· შაქრიანი დიაბეტი;
· წინამდებარე ჯირკვლის ადენომა.
სიმპტომები
· ორგანიზმის ინტოქსიკაცია;
· ღია ფერის შარდი;
· მცირერიცხოვანი შარდვა;
· სისხლში აზოტის მომატება;
· პრეკამატოზური მდგომარეობა;
· კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლა;
· მადის დაკარგვა;
· საკვებზე უარის თქმა;
· დიდი რაოდენობით წყლის მოხმარება;
· პირში მწარე გემო;
· პირიდან ამიაკის სუნი;
· დიარეა სისხლდენით;
· ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლა;
· სასუნთქი გზების გაღიზიანება;
· სხეულის ტემპერატურა 35С;
· მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან სიბრმავე;
· კაქესია;
· ანემია;
· კანის სიმშრალე;
· ქავილი მთელ სხეულზე;
· ტროფიკული წყლულები;
· ანთებითი პროცესები;
· კანის საფარზე ნადები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· უროლოგთან ვიზიტი;
· შარდის საერთო ანალიზი;
· სისხლის საერთო ანალიზი;
· შარდ-სასქესო გზების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· შარდის ბუშტის და თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;
· მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია;
· რენტგენოგრაფია;
· ძრითადი დაავადებების მკურნალობა.
მკურნალობა
· კუჭის გამორეცხვა აზოტის შლაკებისგან გასაწმენდად;
· ოყნები;
· მოსადუნებელი საშუალებების გამოყენება;
· ცილების შემცველი საკვების გამოყენების შეზღუდვა;
· ვენაში 40%-იანი გლუკოზის შეყვანა;
· გულის უკმარისობის საშუალებების მიღება.
საშიშროება
ძირითად საშიშროებას წარმოადგენს ორგანიზმის დაავადება აზოტის ნაერთებით, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია დაავადების გამომწვევი სხვა ფაქტორების დროული მკურნალობა.