ურეაპლაზმოზი
ურეაპლაზმოზი – სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი დაავადება. დაავადება სიმპტომებით ვლინდება მიკროორგანიზმების კონცრენტრაციის ზღვრული მდგომარეობისას.
მიზეზები
· სქესობრივი კონტაქტი დაავადებულთან;
· დაავადებული დედის შობილი ჩვილები.
სიმპტომები
· ურეტრადან უფერული გამონადენი;
· წინამდებარე ჯირკვლის ანთება;
· შარდვისას ტკივილი და ცუდი შეგრძნება.
სიმპტომები ქალებში:
· მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და სქესობრივი ორგანოების ანთებით პროცესები;
· შარდვისას ზომიერი ტკივილი;
· საშოდან გამჭვირვალე გამონადენი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· პჯრ-დიაგნოსტიკა;
· გამონადენისა და ნაცხის მიკროსკოპია.
მკურნალობა
· თერაპია ტარდება გამაღიზიანებლის დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში;
· პროფილაქტიკური მკრუნალობა შეიძლება დაინიშნოს ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში;
· ანტიბაქტერიული პრეპარატები უნდა დაინიშნოს ორგანიზმის მგრძნობელობის შესაბამისად;
· ფეხმძიმობის დროს დასაშვებია ზოგიერთი მაკროლიდის გამოყენება.
საშიშროება
დაავადების საშიშროებას წარმოადგენს უნაყოფობა.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში ძირითადად შედიან მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენება;
· შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის შეკავება;
· გინეკოლოგთან, უროლოგთან, ანდროლოგთან რეგულარული ვიზიტი.