უნაყოფობა მამაკაცებში
უნაყოფობა მამაკაცებში – ეს არის მამაკაცის ორგანიზმის უუნარობა გაანაყოფიეროს ქალის კვერცხუჯრედი. რეალურად 45% შემთხვევებში უნაყოფობის მიზეზი სწორედ მამაკაცებშია.
მიზეზები
დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით.
გენეტიკური მიზეზები:
· პირველადი ჰიპოგონადიზმი (განუვითარებელი სასქესო ორგანოები);
· საკვერცხეების დაბადებიდან არარსებობა;
· ანეიაკულაცია (სპერმის არქონა);
· ასტენოზოოსპერმია (სპერმატოზოიდების არასაკმარისი მოძრაობა);
· ოლიგოზოოსპერმია (სპერმაში სპერმატოზოიდების სიმცირე);
· ოლიგოსპერმია (სპერმის სიმცირე);
· ტერატოზოოსპერმია (ანომალიური სპერმატოზოიდების დიდი რაოდენობა);
· აზოოსპერმია (სპერმაში სპერმატოზოიდების არარსებობა).
მამაკაცის უნაყოფობის მიზეზები შეიძლება იყოს ასევე:
· ინფექციური დაავადებები (ყბაყურა, გრიპი, სიფილისი);
· არასწორი კვება;
· ხშირი გადაციება;
· ჭარბი რენტგენული ან რადიოაქტიული დასხივება;
· დაავადებები, რომლებიც არღვევს სისხლის მიწოდებას საკვერცხეში (ვარიკოცელე);
· შარდსადინარის ფუნქციის დარღვევა;
· წინამდებარე ან სათესლე ჯირკვლების დაავადებები.
მამაკაცებში უნაყოფობის სიმპტომები
ექიმების მიერ დადგინდა, რომ მამაკაცებში უნაყოფობის სიმპტომები არ არსებობს.
დიაგნოსტიკა
მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ანდროლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს და ანალიზებს:
· სისიხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
· ციტოლოგიური გამოკვლევა;
· პჯრ-დიაგნოსტიკა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) ;
· კულტურალური გამოკვლევა;
· სპერმოგრამა;
· სკროტუმის (სათესლე პარკების) დოპლერომეტრია;
· სპერმის დათესვა;
· წინამდებარე და სათესლე ჯირკვლების ულტრა-ბგერით გამოკვლევა;
· საკვერცხეების დიაგნოსტიკურi ბიოპსია.
მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა
მედიკამენტოზური მკურნალობა მოიცავს:
· ანდროგენებს;
· ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს;
· რილიზინგ-ჰორმონებს;
· იმუნომასტიმულიერებელ პრეპარატებს;
· ანგიოპროტექტორებს;
· ბიოგენურ პრეპარატებს;
· ანტიესტროგენებს;
· სასქესო ფუნქციის მაკორექტირებელ საშუალებებს.
ასევე ინიშნება სასქესო ორგანოების თანმდევი ინფექციის მკურნალობა:
· ეთილოგიური (ტეტრაციკლინი, მაკროლიდები);
· პათოგენეტიკური (ანტიმიკრობული საშუალებები);
· ჰორმონალური;
· ქირურგიული (ვარიკოცელეს მკურნალობა, სათესლე არხების გამტარუნარიანობის აღდგენა);
· იმუნოლოგიური;
· საერთო გამაჯანსაღებელი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან მამაკაცები რომლებსაც:
· ბავშვობაში გადატანილი აქვთ ყბაყურა;
· გადატანილი აქვთ ვენეროლოგიური დაავადებები;
· ძალისმიერი სპროტის წარმომადგენლები;
· მაღალ ტემპერატურაზე მომუშავეები;
· ველომრბოლელები.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· სწორი კვება;
· სხეულის წონის კონტროლი;
· თავისუფალი შიდა თეთრეულის ტარება;
ფიზიკური დატვირთვის გაკონტროლება.