ტვინის შერყევა
ტვინის შერყევა - ხასიათდება ტვინის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევით, რაც გამოწვეულია ტრავმების შედეგად.
სიმპტომები
- გონების დაკარგვა;
- ღებინება;
- პულსის აჩქარება და შენელება;
- სუნთქვის გახშირება;
- არტერიული წნევის აწევა;
- თავის ტკივილი;
- თავბრუს ხვევა;
- კრუნჩხვები;
- ყურებში ხმაურის შეგრძნება;
- სახეზე სისხლის მოწოლა;
- ძილის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
- თავის ქალისა და ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენი;
- ენცეფალოგრაფია;
- ექოენცეფალოსკოპია;
- თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
- თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
- თავის ფუძის გამოკვლევა;
- ზურგის ტვინის პუნქცია.
მკურნალობა
- ანალგეტიკები;
- სედატიური პრეპარატები;
- საძილე საშუალებები;
- სისხლძარღვების, მეტაბოლიური თერაპია;
- მატონიზირებელი საშუალებები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
- წონასწორობის დაკარგვა;
- ფსიქიკის შეცვლა;
- კიდურების კანკალი;
- პოსტტრავმული ტკივილი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- რიგი სპროტული აქტივობისას თავის დამცავი საბურავის გამოყენება;
- საშიში საყოფაცხოვრებო ფაქტორების გამორიცხვა;
- ავტომანქანის მართვისას ღვედის გამოყენება.