ტურეტას სინდრომი
ტურეტას სინდრომი – ცენტრალური ნერვული სისტემის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტები გაფანტულები, მგრძობიარეები და ემოციურები არიან და მხედველობით-სივრცითი ფუნქციების პრობლემები და კომპლექსური მოტორული და ვოკალური ტიკები ახასიათებთ. ამ ყველაფერს ხშირ შემთხვევაში ახლავს დეპრესიისაკენ მიდრეკილება, კონცეტრაციის უნარის დაქვეითება და სხვა. ტურეტას სინდრომი ქრონიკული დაავადების ხასიათს ატარებს, ამიტომ განკურნება შეუძლებელია.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ითვლება, რომ დაავადება ვითარდება თავის ტვინის ქერქის და ქერქქვეშა სტრუქტურების დისფუნქციის შედეგად.
სიმპტომები
- სახის, კისრის და მხრის კუნთების მრავალჯერადი და გაუკონტროლებელი კანკალი;
- ენისა და ტუჩების ხშირი მოძრაობა;
- ხშირი ხველა და ამოხველება;
- ერთი და იგივე მოძრაობის, სიტყვების ხშირი გამეორება;
- რიგი სიტყვების წამოძახება, რომლებიც ხშირად უცენზურო ფორმისაა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
- თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
- თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
- ანტიფსიქოტროპული პრეპარატები;
- ანტიჰიპერტენზული საშუალებები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
- ბავშვის სოციალური ადაპტაციის დარღვევა;
- დეპრესიისა და ნევროზისკენ მიდრეკილება.
რისკის ჯგუფი
გენეტიკური მემკვიდრეობის მქონე ბავშვები.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.