ტუბერკულოზი
ტუბერკულოზი – ტუბერკულიოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია იწვევს და ეს ხშირად პაციენტისთვის ფილტვების გამართულად ფუნქციონირების მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია. მსოფლიოში ტუბერკულიოზი გარდაცვალების 10 ყველაზე ხშირ მიზეზს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. მიკრობაქტერია შეიძლება იყოს ჩასუნთქულ ჰაერში, ნახველის წვეთებში, ჭურჭელზე და ა.შ. ტუბერკულოზი არა მარტო ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება
მიზეზები
დაავადება ჩნდება ორგანიზმის Mycobacterium tuberculosis-ით დაინფიცირებისას და გადაედება ჰაერ-წვეთოვანი გზით.
სიმპტომები
- მშრალი ხველა, რომელიც ძლიერდება ღამით და დილით, ახლავს სისხლიანი ნახველი;
- თავის ტკივილი, ღებინება, მენინგიტის სიმპტომები;
- მუცლის ტკივილი, კუჭის მოქმედების დარღვევა;
- სახსრების, ძვლების ტკივილი, მოტეხილობების გაზრდა;
- ზურგის ტკივილი, შარდში სისხლის ნარევი, ნეფრიტის სიმპტომები;
- კანქვეშ მყარი კვანძების გაჩენა, რომლებიდანაც დროთა განმავლობაში ხაჭოსებრი გამონადენი გადმოდის.
ბავშვებში ტუბერკულოზის სიმპტომებია:
- ტაქიკარდია;
- საერთო სისუსტე;
- ჰიპერთერმია;
- მადის დაკარგვა;
- წონის დაკლება;
- ჭარბი ოფლიანობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ინფექციონისტი, რისთვისაც საჭიროა:
- გულმკერდის ორგანოების ფლუოროგრაფია;
- ფილტვების რენტგენი;
- ფილტვების, თავის ტვინის, ხერხემლის, სახსრების კომპიუტერული ტომოგრაფია;
- ფილტვების და ლიმფური კვანძების ბიოპსია;
- თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
- მუცლის ღრუს ორგანოების, შარდის ბუშტის, თირკმელების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
- დერმატოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
- მედიკამენტოზური მკურნალობა;
- ფიზიოთერაპია;
- ქირურგიული ჩარევა;
- სამკურნალო ფიზკულტურა.
საშიშროება
დაავდების გართულება შეიძლება იყოს:
- ფილტვების სისხლდენა;
- ტუპერკულოზური პლევრიტი;
- უნაყოფობა;
- პნევმოტორაქსი;
- ფილტვისმიერი გული;
- სუნთქვის უკმარისობა;
- გულის უკმარისობა;
- ფისტულების გაჩენა;
- თირკმლის უკმარისობა.
რისკის ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პირები;
- აივ და შიდსის ვირუსის მქონე პირები;
- კორტიკოსტეროიდების დიდი ხნის მანძილზე მიმღები პირები;
- არასაკმარისი წონის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- ფლუოროგრაფიის ყოველწლიურად ჩატარება;
- ვაქცინაციის ჩატარება;
- იმუნიტეტის გაძლიერება.