თრომბოციტოპენია (პურპურა)
თრომბოციტოპენია (პურპურა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის დაკლება, რაც იწვევს სისხლდენას. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს მწვავე და ქრონიკული ფორმები. ასევე შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.
მიზეზები
· ძვლის წითელი ტვინის ფუნქციის მოშლა;
· გენეტიკური მიდრეკილება;
· მედიკამენტებზე ალერგია;
· ორგანიზმის ხანგრძლივი დროით ინტოქსიკაცია;
· ტირეოტოქსიკოზი;
· ჰერპესი;
· ლიმფომა;
· მიელომა;
· აივ-ვირუსი;
· ჰეპატიტი;
· ფეხმძიმობა.
სიმპტომები
· სპონტანური სისხლჩაქცევები;
· სისხლჩაქცევის ზომა შეიძლება იყოს წერტილოვანი ან დიდი ზომის სილურჯის;
· სისხლჩაქცევები ჩნდება კანის ნებისმიერ ადგილზე;
· ქვედა კიდურებზე წვრილი გამონაყარი;
· ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენა;
· მენსტრუაციის დროს ჭარბი სისხლდენა;
· კალასა და შარდში სისხლის ანარევი;
· კანის უმნიშვნელო დაზიანების დროსაც კი რთულია სისხლდენის შეჩერება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ჰემატოლოგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის საერთო დათვალიერება და სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი.
მკურნალობა
· დაზიანებული ნაწილის მოცილება, ძირითადი დაავადების მკურნალობა;
· თრომბოციტების გადასხმა;
· В12 ვიტამინის შემცველი პრეპარატები, ფოლიუმის მჟავა;
· გლუკოკორტიკოსტეროიდები;
· იმუნოსუპრესორები.
საშიშროება
· ჭარბი სისხლდენა;
· თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა;
· პოსტჰემორაგიული ანემია.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კანის ტრავმების თავიდან აცილება;
· პირდაპირი მზის სხივების ქვეშ დიდი ხნით ყოფნისგან თავის შეკავება;
· ალკოჰოლზე უარის თქმა - ის აფერხებს თრომბოციტების გამოყოფის პროცესს;
· მედიკამენტების მიღება ექიმის დანიშნულების და მკაცრი კონტროლის ქვეშ.