ტრიქომონიაზი
ტრიქომონიაზი - იმ ინფექციებს შორის ყველაზე გავრცელებულ ფორმაა, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი ურთიერთობის დროს. დადგენილია, რომ ამ დაავადებით დაინფიცირებულია პლანეტის ყოველი მეათე მცხოვრები და უმეტესად სიმპტომები სხვა სგგდ-ების მსგავსია, ამიტომ დიფერენცირება ჭირს. ტრიქომონიაზს იწვევს წვრილი ერთუჯრედოვანი პარაზიტი
მიზეზები
დაავადების გამომწვევია – ვაგინალური ბაქტერია ტრიქომონადა (Trichomonas vaginalis).
სიმპტომები
სიმპტომები ქალებში:
- შარდვისა და სქესობრივი კავშირისას ტკივილი;
- ჰიპერემია და გარე სასქესო ორგანოების ქავილი;
- გამონადენი, რომელსაც უსიამოვნო სუნი და მოყვითალო ფერი აქვს.
სიმპტომები მამკაცებში:
- ურეტრადან გამონადენი, უსიამოვნო შეგრძნება შარდვისას;
- გართულებების დროს პროსტატიტის განვითარება.
დიაგნოსტიკა
- მიკროსკოპული მეთოდი;
- მოლეკულარულ-ბიოლოგიური გამოკვლევები;
- კულტურალური გამოკვლევა.
მკურნალობა
- ანტიბიოტიკები;
- დაავადების ფორმიდან გამომდინარე, შესაძლოა დაინიშნოს მთელი რიგი სამკურნალო პროცედურები;
- მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება, რადგან ეს იწვევს პარტნიორის დაავადების საშიშროებას.
რისკის ჯგუფი
მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის დაცვა;
- დაცული სქესობრივი აქტი.