ტრაქომა
ტრაქომა - ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანების თვალებთან, ქუთოთოებთან და ცხვირის ან ყელის სეკრეტთან პირდაპირი კონტაქტით. ტრაქომა გადამდებია და თითქმის ყოველთვის აზიანებს ორივე თვალს. იგი იწყება თვალებისა და ქუთუთოების მსუბუქი ქავილით და გაღიზიანებით, საბოლოოდ კი იწვევს თვალის ტკივილს და მხედველობის დაბინდვას. მკურნალობის გარეშე ტრაქომამ შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. ტრაქომას ადრეული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გართულებების თავიდან არიდება.
მიზეზები
- ქლამიდიები, რომლებიც პარაზიტობენ უჯრედებს შიგნით;
- დაავდებული ლორწოვანიდან ჯანსაღზე დაინფიცირებული ნივთიერების გადატანა;
- დასუსტებული იმუნიტეტი;
- ალერგია;
- თვალის სხვა დაავადებების არსებობა;
- ექიმის დანიშნულების შეუსრულებლობა ამა თუ იმ დაავადების მკურნალობაზე.
სიმპტომები
- კონიუქტივის ანთებით პროცესი, გაწითლება, გაღიზიანება;
- ქუთუთოს ჩაბრუნება;
- თვალების ტკივილი, ქავილი;
- რქოვანას ამღვრეული ფერი.
დიაგნოსტიკა
- ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
- ოპტიკური საშუალებებით გამოკვლევა;
- კონიუქტივის ნაცვეთის ანალიზი;
- სისხლის საერთო ანალიზი.
მკურნალობა
- თვალის დამუშავება ანტიბიოტიკებით;
- ფოლიკულას გამოტანა პაციენტის მიერ;
- დაზიანებული ადგილის ანტიბიოტიკების შემცველი ხსნარით მობანა.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს მხედველობის დაქვეითება, ქუთუთოს ჩაბრუნება, რქოვანას ფერის ამღვრევა. მთლიანობაში, დორული მკურნალობის არსებობის პირობებში შედეგი დადებითია.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- კონტაქტური ლინზების მოხმარების წესების დაცვა;
- ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი.