ტოქსიკოდერმია

ტოქსიკოდერმია

ტოქსიკოდერმია  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის საფარის მარტივი ტოქსიკო-ალერგიული ანთებითი პროცესი.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება ალერგენის ზემოქმედებით, რომელიც კანში აღწევს ჰემატოგენური გზით.

 

სიმპტომები

  • კანზე გამონაყარი;
  • გენიტალიის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ტუჩების დაზიანება;
  • გამონაყარი ქავილი, წვა და ტკივილი.

 

ზოგადი სიმპტომები

  • საერთო მოთენთილობა;
  • უძილობა;
  • გაღიზიანება;
  • სხეულის ტემპერატურის აწევა;
  • სახსრების ტკივილი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რომელიც საერთო ჩივილების გარკვევისა და ანამნეზის აღების შემდეგ ნიშნავს:

  • გამონადენის ბაქტ-დათესთვას;
  • ნაცხების მიკროსკოპიას;
  • კანის ნაცვეთის ანალიზს;
  • ტესტს სიფილისზე;
  • სისხლის და შარდის საერთო ანალიზს;
  • კოაგულოგრამას.

 

შესაძლოა საჭირო იყოს კარდიოლოგის, გასტროენტეროლოგის, ნეფროლოგის კონსულტაცია და დამატებით შემდეგი ღონისძიებები: 

  • ელექტროკარდიოგრამა;
  • ექოკარდიოგრამა;
  • მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
  • თირკმელების ულტრა-ბგერითი ან კომპიუტერული გამოკვლევა.

 

მკურნალობა

  • ანტიჰისტამინური პრეპარატები;
  • მადენსესიბილიზებელი პრეპარატები;
  • შარდმდენი პრეპარატები;
  • სისხლის გაწმენდა;
  • გლუკოკორტიკოსტეროიდები;
  • ანთების და ქავილის საწინააღმდეგო მალამოები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

  • ერთი და იგივე პრეპარატების ხანგრძლივად მიღებისგან თავის შეკავება;
  • პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;
  • პრეპარატების აუტანლობის დროული დადგენა.
დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.