თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა – პათოლოგიური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს თირკმელების ფუნქციის ნაწილობრივი ან სრულად შეჩერება.
მიზეზები
· თირკმლის ქსოვილების ნეკროზი;
· თირკმლის ქსოვილების დაავადებები;
· შარდმდენი გზების გაჭედვა;
· შარდმდენი პრეპარატების ხშირი გამოყენება;
· ორგანიზმის გაუწყლოება;
· მწვავე დამწვრობები;
· ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია;
· მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერატიული ჩარევა.
სიმტომები
· გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;
· კიდურების დასიება;
· გულის რევა, ღებინება;
· გულის რითმის დარღვევა;
· ცნობიერების დაქვეითება ან გააქტიურება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნეფროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· შარდის კლინიკური ანალიზი;
· ექსკრეტორული უროგრაფია;
· თირკმელების ულტრა-ბგერითი სკანირება;
· ანგიოგრაფია;
· თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;
· დინამიური ნეფროსცინტიგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· პლაზმოფარეზს;
· სისხლის გადასხმას;
· ანტიშოკურ ღონისძიებებს;
· ცილოვანი ხსნარების შეყვანას;
· მენჯის პუნქციას;
· თირკმლის შეშუპების პრობლემის მოხსნას.
ქრონიკული ფორმისას საჭიროა:
· დიეტოთერაპია;
· ქირურგიული ჩარევა.
დიეტა
მკურნალობის დროს საჭიროა რაციონიდან შემდეგი პროდუქტების ამოღება:
· მსუყე წვნიანები და ხორცეული;
· სოუსები;
· მჟაუნას და პურინის მჟავას შემცველი პროდუქტები.
საშიშროება
აუცილებელი მკურნალობის არარსებობისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი პრობლემები:
· ფილტვების შეშუპება;
· ანემია;
· ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევა;
· ჰიპერკალიმია;
· პერიკარდიტი;
· იმუნური სისტემის გაუარესება;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
· ძვლის ქსოვილების დაშლა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ტრავმების, დამწვრობის, მოყინვისას ექიმთან მისვლა;
· თირკმელების დაავადებების დროული მკურნალობა;
· უროლოგის და ნეფროლოგის პერიოდული კონსულტაცია.