ტირეოიდი

ტირეოიდი

ტირეოიდი – ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პროცესი.

 

მიზეზები

  • მემკვიდრეობითი ფაქტორი;
  • სასუნთქი გზების მწვავე ან ქრონიკული დაავადებები;
  • სასუნთქი გზების ტრავმები;
  • ფარისებრი ჯირკვლის ტრავმები;
  • შაქრიანი დიაბეტი.

 

სიმპტომები

  • ფარისებრი ჯირკვლის ჩირქოვანი ანთება, ციება, ტემპერატურა 40 გრადუსამდე, კისრის ზედა ნაწილში ტკივილი, ტაქიკარდია, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, კისრის კანის ჰიპერემია;
  • ტემპერატურა 38 გრადუსამდე, კისრის წინა ნაწილში ტკივილი, რომელიც ყბაზე გადადის, სახსრების ტკივილი, სისუსტე;
  • გართულებული ყლაპვა, ყელში ქვის გაჩხერის შეგრძნება, ჩახლეჩილი ხმა, არტერიული წნევის აწევა, ოფლიანობა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • იმუნოგრამა;
  • ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის წვრილნემსოვანი ბიოპსია;
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
  • ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია.

 

მკურნალობა

  • არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • სტეროიდული ჰორმონები;
  • ანტიბიოტიკები;
  • ანტიბაქტერიული პრეპარატები;
  • ანტიჰისტამინური საშუალებები;
  • პოლივიტამინები.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

  • ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა;
  • მედიასტინიტი;
  • პნევმონია;
  • ფილტვის აბსცესი;
  • კისრის ფლეგმონა;
  • მენინგიტი;
  • ენცეფალიტი;
  • სეფსისი.

 

რისკის ჯგუფი

  • ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციების მქონე ადამიანები;
  • ენდემური ჩიყვისა და ბაზედოვის დაავადების მქონე ადამიანები;
  • გენეტიკური მიდრეკილების ადამიანები;
  • ალერგიული, აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები;

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

  • ორგანიზმის გაკაჟება;
  • სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
  • პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
  • იოდისა და სხვა ვიტამინების საკმარისი რაოდენობით მიღება.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.