ტენდინიტი
ტენდინიტი – წარმოადგენს მყესის ქსოვილის ანთებას, რომელიც მიმდინარეობს ან ძვალთან მიერთების წერტილში, ან კუნთისა და მყესის გადაბმის ადგილში.
მიზეზები
- სახსრებზე ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა;
- ტრავმები;
- ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები;
- რევმატიული დაავადებები;
- მედიკამენტების მიღებისას სხეულის ალერგიული რეაქცია;
- ორგანიზმის ანატომიური თავისებურებები.
სიმპტომები
- ძლიერი ტკივილი;
- მოძრაობის შეზღუდვა;
- მყესის პალპაციისას გაზრდილი მგრძნობელობა;
- მოძრაობის დროს ჭრიალი;
- კიდურების დაწითლება;
- მხრის მოძრაობის შეზღუდვა;
- კიდურების მოძრაობის ამპლიტუდის შემცირება;
- ტკივილი, რომელიც ღამით ძლიერდება და ხშირად ხელს უშლის ძილს;
- სიარულის დროს სირთულეები;
- ხელებით ნივთების დაჭერის პრობლემა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
- სხეულის კონკრეტული ნაწილების პალპაცია;
- მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
- ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- სისხლის საერთო ანალიზი.
მკურნალობა
- პაციენტისთვის სრული სიმშივდის უზრუნველყოფა;
- ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება;
- კორტიკოსტეროიდების ინექცია დაავადების ადგილებში;
- ფიზიოთერაპია;
- ოპერატიული ჩარევა.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობა იწვევს სერიოზულ გართულებებს, რაც გამოიხატება სამოძრაო აპარატის ფუნქციის დარღვევაში და ზოგადად მოძრაობისა და ელემენტარული მანიპულაციების შესრულების შესაძლებლობის არქონაში.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- ვარჯიშის ან ფიზიკური დატვირთვის წინ კუნთების გახურება;
- ორგანიზმის ფიზიკური გადატვირთვისგან დაცვა;
- სრულფასოვანი დასვენება.