თეძოს ნერვის ნევრალგია

თეძოს ნერვის ნევრალგია

თეძოს ნერვის ნევრალგია (იშიასი) დაავადება, რომელსაც ახასიათებს თეძოს ნერვის ძლიერი დაზიანება. ჩვეულებრივ იშიასი აზიანებს ერთ ფეხს.

 

მიზეზები

დაავადებას იწვევს:

·         ხერხემლის წელის ნაწილის ოსტეოქონდროზი;

·         ხერხემლის არხის გამრუდება;

·         ხერხემალშორისი თიაქარი;

·         რადიკულიტი;

·         ფეხმძიმობა;

·         გადაციება;

·         ინფექციური დაავადებების გართულება;

·         ართრიტი;

·         სამშობიარო ტრავმები.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

·         წელის არეში წვა და მწვავე ტკივილი;

·         ტკივილი ფეხის მთელ პერიმეტრზე;

·         მწვავე ტკივილი მუხლის არეში;

·         გაძლიერებული ტკივილი სიარულისას;

·         დაზიანებულ ადგილებში კანის გაზრდილი მგრძნობელობა;

·         ფეხის თითებში მგრძნობელობის დაკარგვა;

·         დაზიანებულ კიდურებში სიცივის შეგრძნება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად ტარდება:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         ხერხემლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;

·         არასტეროიუდლ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         მანუალურ თერაპიას;

·         ნემსით ჩხვლეტას;

·         წერტიოვან მასაჟს;

·         კუნთების ელექტრო სიმულაციას;

·         ფიზიოპროცედურებს.

ქირურგიული ჩარევა აუცილებელია როცა კონსერვატიული მკურნალობიდან 6-12 კვირის გასვლის შემდეგ ტკივილი არ ქრება.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგ გართულებებს:

·         ხერხემლის არასტაბილურობას;

·         ნერვული დაბოლოებების კვდომას;

·         მცირე თეძოს ორგანოების ატროფიას;

·         ფეხების პარალიჩს.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         ადამიანები, ვისაც აწუხებს წელის ოსტეოქონდროზი;

·         ადამიანები, ვისი პროფესიაც დაკავშირებულია ხერხემალზე ფიზიკურ დატვირთვებთან;

·         ადამიანები, ვისაც აღენიშნებათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

·         მოხუცები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ზურგის კუნთების გასამაგრებელი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება;

·         ხერხემალზე მძიმე ფიზიკური დატვირთვის არიდება;

·         უხეშ ლეიბზე წოლა;

·         წელის ყოველთვის სწორად დაჭერა;

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         ქალებისთვის რეკომენდირებული არ არის მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.