ტაქიკარდია

ტაქიკარდია
ტაქიკარდია - სამედიცინო ტერმინია და წარმოადგენს არითმიის ტიპს, რომლის დროსაც გულისცემის სიხშირე წუთში 100 დარტყმას აჭარბებს. სტრესმა, ტრავმამ ან დაავადებამ შესაძლოა გულისცემა გაზარდოს, მაგრამ ტაქიკარდიისას მსგავსი ფიზიკური აქტივობების გარეშე გული არაბუნებრივად ჩქარდება. ტაქიკარდია მკურნალობის გარეშე  გულის ნორმალური ფუნქციონირების მოშლას იწვევს, მათ შორის გულის უკმარისობას, ინსულტს, გულის მოულოდნელ გაჩერებას ან სიკვდილსაც კი.
 

 

გულის პათოლოგიური ტაქიკარდია ვლინდება:

  • კისრის ძარღვების გამოკვეთილი პულსაციით;
  • გულისცემის გრძნობით;
  • გულყრით;
  • თავბრუსხვევით;
  • მოუსვენრობის გრძნობით.

 

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს კარდიოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

  • ელექტროკარდიოგრამა;
  • ექოკარდიოგრამა;
  • გულის მაგნიტო-რეზოანსული ტომოგრაფია.

 

პარალელურად ინიშნება:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ელექტროენცეფალოგრაფია;
  • კორონოგრაფია.

 

 

მკურნალობა

  • გულის პათოლოგიების გამომწვევი დაავადებების მკურნალობა.
  • შრომისა და დასვენების რეჟიმის ნორმალიზება.
  • სპირტიან სასმელზე, მოწევაზე, დიდი რაოდენობით ჩაის და ყავის მიღებაზე უარის თქმა.
  • სედატიური თერაპიის გამოყენება.
  • მაგნიუმის და კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება.
  • ანტიარითმიული თერაპიის გამოყენაბა.

 

 

დიეტა

ტაქიკარდიის დროს რაციონიდან ამოსაღებია შემდეგი პროდუქტები:

  • კოფეინის შემცველი სასმელები და პროდუქტი;
  • ალკოჰოლი;
  • ცხარე, მლაშე, შებოლილი და ცხიმიანი საკვები;
  • სოუსები;
  • ცხიმიანი ნაღები და არაჟანი;
  • სოდის შემცველი პროდუქტები;
  • კვერცხი.

 

 

ყოველდღიურ მენიუში უნდა შედიოდეს:

  • ნატურალური წვენები;
  • ბოსტნეული;
  • ხილი;
  • რძე;
  • რძემჟავა პროდუქტები;
  • დიეტური ხორცი.

 

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

  • გულის გაჩერება;
  • გონების ხშირი დაკარგვა;
  • ინსულტი;
  • გულის უკმარისობა;
  • თრომბოფლებიტი.

 

 

რისკის ჯგუფი

  • მოცუხები;
  • ახალშობილები;
  • გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე ადამიანები;
  • სპორტსმენები.

 

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

  • ალკოჰოლზე და მოწევაზე უარის თქმა;
  • არტერიული წნევის კონტროლი;
  • ცხოველური ცხიმების შემცირება საკვებში და რაც შეიძლება მეტი ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება;
  • სისხლში ქოლესტერინის დონის გაკონტროლება;
  • კარდიოლოგთან ყოველწლიურად ვიზიტი.​​​​​​​
დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.