სწორი ნაწლავის ფისტულა

სწორი ნაწლავის ფისტულა

სწორი ნაწლავის ფისტულა – დაავადება, რომელიც ახლავს ქრონიკულ პარაპროქტიტს და ახასიათებს სწორ ნაწლავზე ღრმა ფისტულების გაჩენა.

 

მიზეზები

  • მწვავე პარაპროქტიტის გართულებები;
  • სწორი ნაწილავის რეზექციის შემდგომი გართულებები;
  • სამშობიარო ტრავმები;
  • გინეკოლოგიური ოპერაციების გართულებები;
  • სხვა დაავადებების არსებობა.

 

სიმპტომები

  • პერიანალურ ნაწილში კანის დაზიანება და ჭრილობის დიდი ხნის მანძილზე შეუხორცებლობა;
  • ჭრილობიდან ჩირქდენა;
  • ჭრილობის გარშემო ქავილი და კანის დაზიანება;
  • ძლიერი ტკივილი სფინქტერში, რომელიც კიდევ უფრო მწვავდება სიარულის, დეფეკაციის, ხველებისა და ცემინების დროს.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს პროქტოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

  • ანოსკოპია;
  • რექტორომანოსკოპია;
  • სწორი ნაწლავის ფისტულის ზონირება;
  • ფისტულოგრაფია;
  • ირიგოსკოპია;
  • სფინქტერომეტრია;
  • ულტრასონოგრაფია.

 

მკურნალობა

  • ანტიბიოტიკები;
  • ფიზიოპროცედურები;
  • ქირურგიული ჩარევა.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:

  • პოტენციის დაქვეითება;
  • ანალური ხვრელისა და სწორი ნაწლავის დეფორმაცია;
  • ანალური სფინქტერის ფუნქციის დარღვევა;
  • ანალური ხვრელის კედლებზე ნაპრალების გაჩენა.

 

რისკის ჯგუფი

  • პარაპროქტიტით დაავადებულები;
  • საჭმლის მონელების დარღვევების მქონე პირები;
  • სწორი ნაწლავის პრობლემების მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

  • სწორი ნაწლავის ტრავმებისა და პარაპროქტიტის დროული მკურნალობა;
  • სწორი კვება;
  • დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყლის დალევა;
  • პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.