სტომატიტი
სტომატიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებითი პროცესი.
მიზეზები
- მიკროპლაზმის ვირუსის ბაქტერიების ზემოქმედება;
- ორგანიზმში В ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, რკინის, თუთიის უკმარისობა;
- პირის ღრუს ტრავმები, ზედმეტად მყარი საკვების მიღება, არასწორად ჩასმული პროთეზი;
- პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა;
- უსუფთაო პროდუქტის ჭამა;
- ნატრიუმის სულფატის შემცველი კბილის პასტის დიდი ხნით გამოყენება;
- შარდმდენი და ნერწყვის შემამცირებელი პრეპარატების დიდი ხნით გამოყენება.
სიმპტომები
- კატარალური სტომატიტი – შეშუპება, ლორწოვანის გაწითლება, სისხლდენა ლორწოვანი გარსიდან, ჭარბი ნერწყვდენა, საკვების მიღების დროს ტკივილი, ლორწოვან გარსზე თეთრი ნადების გაჩენა;
- წყლულოვანი სტომატიტი – ზიანდება მთელი ლორწოვანი გარსი, იწევს სხეულის ტემპერატურა, დიდდება ლიმფური კვანძები;
- აფტოზური სტომატიტი – ლორწოვან გარსზე მრავალრიცხოვანი წყლულების გაჩენა, რომლებიც დაფარულია მონაცრისფრო ნადებით;
- ალერგიული სტომატიტი – შეიძლება მოიცავდეს სტომატიტის სხვა სახეობებს.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
- საერთო დათვალიერება;
- პჯრ-დიაგნოსტიკა კანდიდოზისა და ჰერპესის გამოსავლენად;
- ნაცხის ანალიზი პირის ლორწოვანიდან.
მკურნალობა
- ანსეთეტიკების დაბალპროცენტიანი ხსნარით პირის ღრუს გამორეცხვა;
- ანტიბაქტერიული საშუალებები;
- ვირუსებისა და სოკოს საწინააღმდეგო მალამოები;
- ეპითელიუმის შესახორცებელი პრეპარატები;
- ფიზიოთერაპია.
დიეტა
დაავადების მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირცხავს:
- მლაშეს;
- ცხარეს;
- ტკბილეულს;
- ფორთოხლის და პომიდვრის წვენს;
- სპირტიან სასმელს.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
- წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი;
- დაბალანსებული კვების ქონა.