სტენოკარდია

სტენოკარდია

სტენოკარდია – დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის არეში დისკომფორტის, სიმძიმის განცდით, როცა ადამიანს აქვს ფიზიკური ან ემოციური დატვირთვა. ჩვეულებრივ, ტკივილის პროვოცირებას ფიზიკური აქტივობა ან სტრესი იწვევს, რაც, როგორც წესი, რამდენიმე წუთს გასტანს. ამ მოვლენას სტენოკარდიულ შეტევას უწოდებენ.

 

მიზეზები

სტენოკარდია იწყება გულის არტერიების ათეროსკლეროზის გამოვლინებით.

 

სიმპტომები

  • ტკივილი, რომელიც გადადის კისერსა და ქვედა ყბაზე;
  • თავბრუს ხვევა, გულყრა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა კარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ულრა-ბგერითი გამოკვლევა, გულმკერდის რენტგენი.

 

მკურნალობა

  • ენის ქვეშ ვალიდოლის აბის დადება პირველადი შეტევისას.
  • ნიტროგლიცერინი.
  • პრავასტატინი და ქოლესტერინის მოსაშორებელი სხვა პრეპარატები.
  • აუტოკორონარული შუნტირების საშუალებით შესაძლებელია გახეთქილი სისხლძარღვების ჩანაცვლება. ეს მკურნალობის ყველაზე პროგრესული მეთოდია.

 

დიეტა

აკრძალულია მლაშე, შებოლილი, ცხარე და ცხიმიანი საჭმელი. რეკომენდირებულია ბოსტნეული, ხილი, რძის ფაფები, ორთქლზე მოხარშული საკვები. კვება მიმართულია ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებისკენ.

 

საშიშროება

დაავადების გართულებაა მიოკარდის ინფარქტი, რაც შემთხვევების დიდ ნაწილში ლეტალური შედეგით სრულდება.

 

რისკ-ჯგუფი

ჰიპერტონიით დაავადებულები, ჭარბწონიანები, მწეველები, მაღალი ნერვულ-ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, სხეულის ნორმალური წონის ქონა.

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.