სტენდალის სინდრომი
სტენდალის სინდრომი - წარმოადგენს იშვიათ ფსიქოსომატურ დაავადებას, რომლის დროს პაციენტი მწვავედ აღიქვამს ხელოვნების ნიმუშებს - რეალობის დონეზე.
მიზეზები
- შინაგანი გამაღიზიანებლების მიმართ ფსიქიკის გაზრდილი მგრძნობელობა;
- არამყარი ფსიქიკა;
- დეპრესიული მდგომარეობა;
- ქრონიკული სტრესი;
- ნერვული ტრავმები.
სიმპტომები
- ძლიერი გულისცემა;
- თავბრუს ხვევა;
- სხეულის ტემპერატურის აწევა;
- ჰალუცინაცია;
- სხეულზე კონტროლის დაკარგვა;
- გონების სრული დაკარგვა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ფსიქოთერაპევტის ან ნევროლოგის კონსულტაცია
მკურნალობა
- ფსიქოანალიტიკოსის კონსულტაციები;
- მსუბუქი სედატიური პრეპარატების მიღება;
- ნერვული აშლილობისა და დაძაბულობისთვის თავის არიდება;
- სიმშვიდე.
საშიშროება
დაავადების გართულებამ შეიძლება უამრავი პრობლემა გააჩინოს, მაგალითად უცხო ადგილას გონების ან მეხსიერების დაკარგვა, რასაც შემდგომი ნერვული აშლილობა და გაღიზიანება შეიძლება მოჰყვეს.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- სტრესისთვის თავის არიდება;
- დეპრესიასთან ბრძოლა;
- დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება ექიმის კონტროლის ქვეშ.