სქოლიოზი
სქოლიოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება ხერხემლის გვერდითი გამრუდებით.
არსებობს დაავადების შემდეგი სახეობები:
- ხერხემლის კისრის ნაწილის სქოლიოზი;
- ხერხემლის გულმკერდის ნაწილის სქოლიოზი;
- ხერხემლის წელის ნაწილის სქოლიოზი.
მიზეზები
- ხერხემლის მალების განუვითარებლობა;
- დამატებით მალების წარმოქმნა;
- ჰორმონალური განვითარების დარღვევა.
სიმპტომები
- თავის დახრილი მდგომარეობა, ერთი მხარი მეორეზე მაღლაა აწეული;
- ხერხემლის სიმრუდე და კისრის ასიმეტრია ფიქსირედება ნებისმიერ მდგომარეობაში;
- კუზის განვითარება;
- გამრუდებულ ადგილას კუნთების გაჭიმვა, ნეკნების ჩავარდნა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ორთოპედი, რისთვისაც საჭიროა:
- ხერხემლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
- ხერხემლის რენტგენი;
- ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა;
- ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მალათშორისი დისკების კონსტრასტული დიაგნოსტიკა;
- ხერხემლის ელექტროსპონდილოგრაფია.
მკურნალობა
- მანუალური თერაპია;
- სამკურნალო ფიზკულტურა;
- კორსეტის ტარება;
- ორთოპედიული ფეხსაცმელი;
- ოპერატიული ჩარევა.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
- ხშირი ბრონქიტი, პნევმონია;
- გულის იშემია;
- გულის უკმარისობა;
- ფილტვების უკმარისობა;
- ქრონიკული ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი;
- ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევა.
რისკის ჯგუფი
- კუნთებისა და ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები;
- ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანები;
- ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიების მოქნე ადამიანები;
- ქვედა კიდურების დაავადებების და დეფორმაციის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- სწორი პოზის გაკონტროლება;
- გამაჯანსაღებელი ვარჯიში;
- 20 წუთში ერთხელ სხეულის მდგომარეობის შეცვლა.