სკლეროდერმია
სკლეროდერმია შედის იმ იშვიათი დაავადებების ჯგუფში, რომლებიც კანისა და შემაერთებელი ქსოვილების გამკვრივებას იწვევს. ეს შემთხვევა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. მიუხედავად იმისა, რომ სკლეროდერმიისგან განსაკურნებელი საშუალება არ არსებობს, პროცესში სიმპტომების შემსუბუქებით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია. ამ დაავადების მრავალი სხვადასხვა ტიპი არსებობს. ზოგიერთ პაციენტში ჩივილები მხოლოდ კანზე მოქმედებს, ხოლო ხშირად სისხლძარღვები, შინაგანი ორგანოები და მომნელებელი ტრაქტიც ზიანდება.
გამოიყოფა სკლეროდერმიის შემდეგი ფორმები:
- კანის;
- სისტემური.
მიზეზები:
- გენეტიკური მიდრეკილება;
- ენდოკრინული დაავადებები;
- ხშირი გადაციება;
- ძლიერი სტრესი;
- ორგანიზმის ქიმიური მოწამვლა;
- ძლიერი ალერგიული რეაქცია;
- რიგი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.
სიმპტომები:
- ძლიერი შეშუპება, რომელიც იწყება კიდურებით და შემდეგ გადადის სახეზე და მხრებზე;
- ქსოვილების ატროფია;
- კანის დაზიანებული ნაწილის გამკვრივება და სკლეროზირება;
- ზედა კიდურების ნეკროზი.
დიაგნოსტიკა:
- სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
- გულმკერდის და დაზიანებული ორგანოების რენტგენი;
- ელექტროკარდიოგრამა;
- კანის ბიოპსია.
მკურნალობა:
- ანტიფიბროზული პრეპარატები;
- გლუკოკორტიკოსტეროიუდული პრეპარატები;
- ფერმენტული პრეპარატები;
- ლაზეროთერაპია;
- მასაჟი;
- ნახშირორჟანგი, გოგირდწყალბადი აბანოები;
- აკუპუნქტურა;
- ღეროვანი უჯრედების თერაპია.
საშიშროება:
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
- კუნთების ქსოვილების დეფორმაცია;
- საჭმლის მომნელებელის სისტემის, ფულტვებისა და გულის ფუნქციის დარღვევა;
- თითების დეფორმაცია;
- კიდურების ამპუტაცია.
რისკის ჯგუფი
- ქალები;
- ანემიის, არითმიის, თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანები;
- ადამიანები, ვისაც ქიმიურ ნივთიერებებთან დიდი ხნით აქვს კონტაქტი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- გადაციებისგან და მზეზე დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება;
- ფიზიკური ვარჯიშის შესრულება;
- ქიმიურ ნივთიერებებთან და ალერგენებთან კონტაქტისას სიფრთხილის გამოჩენა;
- კოფეინის გამოყენებაზე და მოწევაზე უარის თქმა.