სიყვითლე ახალშობილებში

სიყვითლე ახალშობილებში

სიყვითლე ახალშობილებში - დაავადება წარმოადგენს ბავშვის ორგანიზმის მდგომარეობას, რომლის დროს კანი და თვალის გუგები შეფერილია ყვითლად. ასეთ დროს ჩვილებს ორგანიზმში ბილირუბინის - ყვითელი ფერმენტის - მაღალი დონე აქვთ, ეს უკანასკნელი კი ჩვეულებრივ წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის დროს. უმეტესად ჩვილთა სიყვითლე 2-3 კვირის შემდეგ თავისით ქრება, ბავშვის ღვიძლის განვითარებისა და სწორი კვების დაწყებისთანავე. სიყვითლე, რომელიც უფრო დიდხანს გრძელდება შესაძლოა იყოს უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი, ბილირუბინის მაღალი დონე სიყრუეს, ცერებრალური დამბლის ან ტვინის დაზიანების სხვა შემთხვევებს იწვევს.


დღეისათვის გამოიყოფა დაავადების შემდეგი ფორმები:

  • ფიზიოლოგიური (სიცოცხლის პირველ დღეებში გვხვდება ახალშობილების 80%-ში);
  • პათოლოგიური (როცა ბილირუბინის დონე სისხლში ნორმაზე მეტია. ბილირუბინი - ეს არის შხამი, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ადამიანის ორგანიზმის სისტემა და ორგანოები).

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

  • დედისა და შვილის სისხლის ჯგუფების შეუთავსებლობა;
  • ბავშვის ორგანიზმში ინფექციური დაავადებების არსებობა, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს;
  • ნაადრევი მშობიარობა;
  • დედის დაავადება შაქრიანი დიაბეტით;
  • წვრილმანი სისხლჩაქცევები ბავშვის ორგანიზმში;
  • ნაყლაპი სისხლი (მაგალითად ძუძუთი კვებისას დაზიანებული ძუძუს თავებიდან შეიძება მოხვდეს სისხლი მის ორგანიზმში);
  • ფეხმძიმობის ან მშობიარობის პერიოდში დედის სისხლში სამკურნალო პრეპარატების შეყვანა (ოქსიტოცინი, ამპიცილინი, ცეფაზოლინი).

მშობლებმა სასწრაფოდ უნდა მიმართო ექიმს, თუ ბავშვში სიყვითლე გრძელდება სამ კვირაზე მეტ ხანს.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

  • კანის სიყვითლე;
  • თვალის გუგების გაყვითლება;
  • გაუფერულებული კალა;
  • შარდის ღია-ყვითელი ფერი;
  • ბავშვის მხრიდან ძუძუზე უარის თქმა;
  • წონის დაკარგვა;
  • ანემია;
  • ციებ-ცხელება;
  • ციება. 

სიყვითლე თავისთავად სიმპტომს წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა მისი გამოკვლევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია:

  • პედიატრის ან ნეონათალოგის კონსულტაცია;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ბილირუბინზე სისხლის ანალიზი;
  • სისხლის ჯგუფის დასადგენი ანალიზი.

ყოველ მონაცემზე იკვეთება ბილირუბინის ნორმირებული მაჩვენებელი, ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ჰესტაციის პერიოდზე, სისხლის ჯგუფზე.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

  • სპეციალური ლამპით მკურნალობას;
  • ფენობარბიტალის მიღება ფერმენტების აქტივაციისთვის, რომელბიც მონაწილეობას იღებენ ბილირუბინის კონიუგაციაში;
  • ბავშვის მზის ქვეშ ხშირად გაჩერება.

 

საშიშროება

დაავადების უყურადღებოდ დატოვება გამოიწვევს ფიზიოლოგიური სიყვითლი განვითარებას, რის შედეგად ჩამოყალიბდება სხვადასხვა ორგანოების პათოლოგიები. ბილირუბინი არის შხამი, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოიდევნოს ბავშვის ორგანიზმიდან. 

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია ჩვილის მზის სხივების ქვეშ გაჩერება დაბადების დღიდანვე.

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.