სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები
სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები – დაავადება, რომელიც ხასიათდება კანზე სისხლძარღვების მკვეთრი გამოჩენით.
მიზეზები
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
- დამაკავშირებელი ქსოვილის თანდაყოლილი პრობლემები;
- ქრონიკური ვენოზური უკმარისობა;
- გინეკოლოგიური, ენდოკრინული დაავადებები;
- ფეხებში სისხლის ვენური დაგუბება;
- С ვიტამინის ნაკლებობა, რაც იწვევს სისხლძარღვების კედლების დასუსტებას;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
- ჰორმონალური პრეპარტების მიღება.
სიმპტომები
სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები კანზე ჩნდება მოიასამნისფრო ან მუქი წითელი ფერით. მენსტრუალური ციკლის პერიოდში ქალებს შესაძლოა ჰქონდეთ აღნიშნული პრობლემის ლოკალიზაციის ადგილებში ტკივილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფლებოლოგი, რისთვისაც ნიშნავს სისხლძარღვების ულტრა-ბგერით დოპლეროგრაფიას.
მკურნალობა
- ელექტროკოაგულაცია;
- სკლეროზული თერაპია;
- ლაზერული გზით მოცილება;
- მიკროტული თერაპია,
- ოზონოთერაპია;
- რადიოსიხშირული თერმოაბლაცია.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
- სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების ზომის პროგრესული ზრდა;
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
- პრობლემის მოცილების შემდეგ განმეორებით გაჩენა;
- კანის ზედა ფენის ნეკროზი;
- პროცედურის ადგილას კანის ჰიპერპიგმენტაცია.
რისკის ჯგუფი
- ჭარბწონიანები;
- ჰორმონალური პრეპარატების მიმღები ადამიანები;
- პასიური ცხოვრების წესის მქონე პირები;
- ადამიანები, ვისაც ფეხზე დიდხანს დგომა უწევს;
- მძიმე ფიზიკური შრომის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- გრილი წყლით დაბანა, სპირტიანი ლოსიონების გამოყენების შეზღუდვა;
- ცხელი შხაპისა და აბაზანის გამორიცხვა, ფეხებზე დატვირთვის შემცირება.