სიკოზი
სიკოზი – მწვავე ან ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც სტაფილოკოკის ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში აღწევს და იწვევს თმის ძირების ანთებას.
მიზეზები:
- ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქცია;
- მიკროტრავმები, რომლებიც პარსვისას ჩნდება;
- კანის მუდმივი დაბინძურება;
- ენდოკრინული და ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლა;
- რინიტი;
- კონიუქტივიტი.
სიმპტომები:
- ფოლიკულები დიდ წყლულებად გადაქცევა და დაზიანებული ადგილი მოწითალო-მოლურჯო შეფერილობით ხასიათდება;
- ჩირქდენის შემდეგ დაზიანებული ადგილი იკეთებს მოყვითალო ქერქს. რამდენიმე დღეში ჭუჭყიანი ზედაპირი ძვრება და მის ადგილას კვლავ ახალი ცხრიმგროვა წარმოიშვება.
საეჭვო ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ დერმატოლოგს!
დიაგნოსტიკა:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- წყლულების სითხის ანალიზი.
მკურნალობა:
- ბორის მჟავას ტამპონების დადება;
- დაზიანებულ ადგილებში თმის მოცილება;
- დაზიანებული ადგილის სინტომიცინის მალამოთი რეგულარულად დამუშავება;
- ანტიბიოტიკების მიღება;
- გლუკოკოსტიკოსტეროიდული ჰორმონების მიღება;
- იმუნოთერაპია;
- აუტოჰემოთერაპია;
- დამამშვიდებელი საშუალებების მიღება.
რეკომენდაცია!
- დაიცავით პირადი ჰიგიენა;
- პარსვის შემდეგ დაიტენიანეთ კანი;
- მიკროტრამვები და გაჭრილი ადგილები სათანადოდ დაიმუშავეთ;
- დროულად უმკურნალეთ რინიტს, კონიუქტივიტს და სხვა დაავადებებს.