სიელმე
სიელმე (სტრაბიზმი ან ჰეტეროტოპია) — ეს არის თვალის მხედველობითი ღერძების მდგომარეობის დარღვევა, რომლის დროსაც ერთი ან ორივე თვალი გადაიხრება ღერძიდან, ანუ, თვალები იყურებიან სხვადასხვა მიმართულებით. ბავშვებში სიელმე შეიძლება განვითარდეს 2-3 წლის ასაკში.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· შორსმხედველობის, ახლომხედველობის ან ასტიგმატიზმის შედეგი;
· თვალის ტრავმები;
· დამბლა ან პარეზი;
· თვალის მამოძრავებელი კუნთების განვითარების ანომალია;
· ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება;
· სტრესი;
· ინფექციური დაავადებები;
· თვალების ზედმეტად დატვირთვა.
სიმპტომები
ძირითადი სიმპტომებია:
· თვალების არასიმეტრიული მდებარეობა;
· გაორება თვალებში.
· თვალების მოჭუტვა;
· ობიექტზე ყურებისას გადახრა ან თავის მიბრუნება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სპეციალური ცხრილებით ტესტირება;
· სიელმის კუთხის განსაზღვრა;
· თვალის მოძრაობის გამოკვლევა ყველა მიმართულებით.
ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს ნევროლოგის კონსულტაცია.
მკურნალობა
სიელმის მკურნალობა მოიცავს:
· ოპტიკურ კორექციას;
· აპარატულ პროცედურებს;
· ორთოპტიკურ და დიპლოპტიკურ მკურნალობას;
· ქირურგიულ ჩარევას.
საშიშროება
დროული მკურნალობის გარეშე სიელმე იწვევს ბინოკულარული მხედველობის დაკრგვას.
პროფიალქტიკა
რეკომენდირებულია:
· მხედველობის დატვირთვის წესების დაცვა;
· ოკულისტთან კონსულტაციის გავლა;
· თვალის დაავადებების დროული მკურნალობა.