სიბრმავე

სიბრმავე

სიბრმავემდგომარეობ, როცა ადამიანს არ უძლია გარშემო არსებული საგნების დანახვა ან გარჩევა. თუ ნაწილობრივი სიბრმავეა გამოხატული, პაციენტს მხედველობა შეზღუდული აქვს გარკვეული თვალსაზრისით, მაგალითაც უჭირს ფერების ან ფორმების აღქმა, ხოლო სრული სიბრმავის შემთხვევაში იგი ვერაფერს ხედავს. სიბრმავის მიზეზზე დაყრდნობით, ადრეულმა დიაგნოსტირებამ შესაძლოა, გაზარდოს მხედველობის აღდგენის შანსი, მკურნალობა მოიცავს როგორც ოპერაციულ ჩარევას, ასევე მედიკამენტოზურ დახმარებას.

 

მიზეზები:

  • თანდაყოლილი დეფექტი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • კატარაქტა და გლაუკომა;
  • ზარმაცი თვალის სინდრომი
  • მაკულარული დეგენერაცია;
  • ოპტიკური ნევრიტი;
  • თვალის ან თავის ტრავმები.

 

სიმპტომები:

  • ბუნდოვანი ხედვა;
  • ფორმების გართულებული აღქმა;
  • მხოლოდ ჩრდილების დანახვა;
  • ცუდი ღამის მხედველობა.

 

რისკ-ჯგუფები:

  • პაციენტები ისეთი თვალის დაავადებებით, როგორიცაა მაკულარული დეგენერაცია ან გლაუკომა;
  • დიაბეტიანები;
  • ნაინსულტარები;
  • პაციენტები, რომელთაც ჩაუტარდათ თვალის ოპერაცია;
  • დღენაკლული ჩვილები;
  • ადამიანები, რომლებსაც სამუშაო ადგილზე შეხება აქვთ ბასრ საგნებთან ან მომწამვლელ ქიმიკატებთან.

 

დიაგნოსტიკა:

ოფთამოლოგის მიერ ჩატარებული თვალის საფუძვლიანი გამოკვლევები დაგეხმარებათ, დაადგინოთ მხედველობის ნაწილობრივ ან სრულად დაქვეითების მიზეზი. კლინიკაში ვიზიტისას სპეციალისტი ამოწმებს, თუ როგორ რეაგირებს თვალი სინათლეზე და რამდენად მაღალ პროცენტიანია პაციენტის მხედველობა.

 

მკურნალობა:

დღეისათვის სიბრმავის სამკურნალო კონკრეტული სქემა არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი, რათა შესაძლო პროცესების განვითარება შეჩერდეს ან მალევე აღდგეს მხედველობა. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ლაზერული თერაპია და ქირურგიული ჩარევა, დამხმარე საშუალებებად გამოიყენება ლინზები ან სათვალე.

 

რეკომენდაცია!

  • მოერიდეთ კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის ხშირად გამოეყენებას;
  • ყოველდღიურად აკეთეთ თვალის ვარჯიშები;
  • ჩაეწერეთ ოფთამოლოგთან რეგულარულ შემოწმებებზე.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.