შორსმხედველობა
შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) – მხედველობის დეფექტი, რომლის დროსაც გამოსახულება პროეცირდება არა თვალის ბადურაზე, არამედ მის უკან, რის შედეგადაც მისი აღქმა ხდება გაურკვევლად.
გამოიყოფა დაავადების სამი ტიპი:
· სუსტი — +2 დიოპტრიამდე (ნარჩუნდება მაღალი მხედველობა ახლოს და შორს);
· საშუალო — +5 დიოპრიამდე (ახლოს მხედველობის გაუარესება);
· მაღალი — +5 დიოპრიაზე მეტი (ცუდი ხედვა ახლოსაც და შორსაც).
გამოვლენის მიხედვით გამოიყოფა:
· აშკარა ჰიპერმეტროპია (სიმშვიდისა და მხედველობითი დაძაბულობის დროს წამწამის კუნთის მუდმივი დაჭიმულობა);
· ფარული ჰიპერმეტროპია (აკომოდაციური ფუნქციის მედიკამენტოზური პარალიჩი);
· სრული ჰიპერმეტროპია (აშკარა და ფარული ჰიპერმეტროპიის ნარევი).
მიზეზები
შორსმხედველობა ვითარდება თვალის ლინზის შეკუმშვისა და მისი ელასტიურობის დაკარგვით. დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითობა;
· თვალის კაკლის ზომის დაპატარავება წინა და უკანა ღერძებში (ჰიპერმეტროპიას ვხვდებით ბავშვებში და უფრო ხშირად ახალშობილებში);
· თვალის აკომოდატიური შესაძლებლობის შემცირება (რაც ხელს უწყობს მხედველობის სიმკვეთრეს);
· «ასაკობრივი შორსმხედველობა» (ვლინდება 40 წლის შემდეგ).
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· ახლო მანძილზე ცუდი მხედველობა;
· შორ მანძილზე ცუდი მხედველობა (აღინიშნება შორსმხედველობის მაღლი დონისას);
· თვალის სწრაფი დაღლა კითხვისას, წერისას, კომპიუტერთან მუშაობისას;
· მუშაობის დროს თვალის დაძაბვა (თვალების წვა, თავის ტკივილი);
· ამბლიოპია («ზარმაცი თვალი»);
· თვალის ხშირი ანთებითი პროცესები.
დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ოფთალმოლოგი ატარებს დიაგნოსტიკას და ნიშნავს:
· ფოროპტორზე მხედველობის შემოწმება;
· ავტორეფრაქტომეტრია (თვალის რქოვანას გამოკვლევა);
· კერატომეტრია (რქოვანას ოპტიკური ძალის გამოკვლევა);
· ექობიომეტრია (თვალის სიგრძის გაზომვა).
მკურნალობა
დაავადების მკრუნალობა მოიცავს:
· სათვალეს;
· კონტაქტურ ლინზებს.
სრული გამოჯანმრთელება შესაძლებელია მხოლოდ ოპერაციის ჩატარებით:
· გამჭვირვალე ლინზის ჩანაცვლება;
· თერმოკერატოპლასტიკა (დაბალი ენერგიის რადიოტალღების თბური ზემოქმედება);
· თერმოკერატოკოაგულაცია (რქოვანას რეფრაქციული ძალის გაზრდა);
· ლინზის იმპლანტაცია.
საშიშროება
გართულებულმა შორსმხედველობამ შეიძლება გამოიწვიოს:
· ბინოკულარული მხედველობის დარღვევა;
· სიელმე;
· სიბრმავე;
· თვალის შიდა წნევის აწევა (გლაუკომა).
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ცუდად განათებულ სივრცეში კითხვის / კომპიუტარეთან მუშაობის გამორიცხვა;
· მხედველობის დაძაბვისა და დასვენების მონაცვლეობა;
· მუშაობისას ყოველი 20-30 წუთის შემდეგ თვალის ვარჯიშების ჩატარება.