შეძენილი გულის მანკი
შეძენილი გულის მანკი - წარმოადგენს გულის სარქვლის მორფოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ვითარდება გულის ქრონიკული დაავადებების შედეგად ან აღნიშნული ორგანოს ტრავმებით.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· რევმატიზმი;
· ათეროსკლეროზი;
· ინფექციური ენდოკარდიტი;
· ორგანოების სიფილისით დაავადება;
· გულის სარქვლის დამაკავშირებელი ქსოვილების დიფუზური დაზიანება;
· გულის სარქვლის ფუნქციების დარღვევა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· გახშირებული გულისცემა;
· გულის არეში ტკივილი;
· ხუთვა;
· შეშუპება და გულის უკმარისობის სხვა ნიშნები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ელექტროკარდიოგრაფია;
· ექოკარდიოგრაფია;
· გულმკერდის რენტგენი.
· გულის ღრუს ზონდირება;
· ანგიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ქირურგიულ ჩარევას;
· ძირითადი დაავადების გართულებებისა და რეციდივების პროფილაქტიკა;
· გულის რითმის დარღვევის პროფილაქტიკა.
საშიშროება
უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მწვავე გულის უკმარისობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს პაციენტის დაღუპვა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· რევმატიზმის პროფილაქტიკა;
· სიფილისის პროფილაქტიკა;
· სეპტიკური მდგომარეობის პროფილაქტიკა;
· გაკაჟება;
· კარდიოლოგის რეგულარული კონტროლი;
· გამოზომილი ფიზიკური დატვირთვა;
· დიაგნოსტიკური ღონისძიებების რეგულარულად ჩატარება.