შარდკენჭოვანი დაავადება
შარდკენჭოვანი დაავადება – შადის ბუშტის და შარდგამომყოფი სისტემის დაავადება, რომლის დროს მათში გროვდება ქვები.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· შარდის გამომყოფი გზების ანთებით პროცესები;
· ცხელ კლიმატში ცხოვრება;
· არასწორი კვება;
· გარკვეული პრეპარატების მიღება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს
· წელის ტკივილი, რომელიც დატვირთვის დროს მწვავდება;
· ტკივილი და წვა შარდვისას;
· შარდის გამოყოფის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად დიგანოსტიკისას ექიმი-უროლოგი ნიშნავს:
· სისხლის და შარდის ანალიზს;
· შარდის ბუშტის და თიკმელების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· შარდის ბუშტის და თირკმელების რენტგენს;
· ექსკრეტორულ უროგრაფიას.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· შარდმდენ პრეპარატებს;
· ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;
· ქვების დამშლელ პრეპარატებს.
· ქირურგიულ ჩარევას (აუცილებლობისას);
· ულტრა-ბგერითი ზემოქმედებით ქვების დაშლას.
დიეტა
მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა და რაციონიდან შემდეგი პროდუქტების ამოღება:
· მჟავას შემცველი პროდუქტები – მჟაუნა, კარტოფილი, ფორთოხალი, მწვანე სალათი;
· ღვიძლი, თირკმელები, ხორციანი კერძები;
· რძის პროდუქტები, ცომეული, ხორცი, თევზი, მცენარეული ზეთი.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობა იწვევს:
· ჰიდრონეფროზს;
· პიელონეფრიტს;
· თირკმლის უკმარისობას.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· ცხელ კლიმატში მაცხოვრებლები;
· შარდის ბუშტისა და საშარდე გზების დაავადებების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ყოველდღიურად წყლის საკმარისი რაოდენობის მოხმარება;
· დაბალანსებული დიეტის დაცვა;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· თირკმელების დაავადებების დროული მკურნალობა.