შარდის ბუშტის ატონია

შარდის ბუშტის ატონია

 

შარდის ბუშტის ატონია წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც არ ფიქსირდება ჩონჩხის კუნთების ან შინაგანი ორგანოების ნორმალური ტონუსი. აღნიშნული დაავადება შეიძლება გახდეს ნერვული სისტემის პრობლემების, ორგანიზმის ინფექციური დაავადების მიზეზი. ასევე შეიძლება გამომჟღავნდეს შიდა სეკრეციის ჯირკვლების მოქმედების პათოლოგიისას და ა.შ.  

 

მიზეზები

დაავადების მიზეზები შეიძლება იყოს:

·                     კუმშვადი კუნთების ბოჭკოების წარმოქმნაზე ნერვული სისტემის არასაკმარისი ზემოქმედება;

·                     ზურგის ტვინის გავის მიდამოს ტრამვა;

·                     წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;

·                     ხერხემლის დეგენერაციული დაავადება;

·                     ზურგის ტვინის უკანა ქერქის დაზიანება.

შარდის ბუშტის ატონია ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ზოგჯერ დაავადების მიზეზია ხშირი ცისტიტი.

 

შარდის ბუშტის ატონიის სიმპტომები

დაავადების სიმპტომებს აქვთ შემდეგი გამოვლინება:

·                     გაუკონტროლებელი შარდდენა;

·                     შარდის შეკავება;

·                     შარდის სუსტი ნაკადი;

·                     შარდვა მოთხოვნილების გარეშე.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი პროცედურების ჩატარება:

·                     უროლოგთან გამოკვლევა;

·                     ვიწრო პროფილის სპეციალისტთან ვიზიტი (ნერვოპათოლოგიგინეკოლოგისექსოპათოლოგიქირურგი და ა.შ.);

·                     საშარდე სისტემის ულტრა-ბგერითი დიაგნოსტიკა;

·                     კომპიუტერული ტომოგრაფია;

·                     შარდის საერთო ანალიზი

 

შარდის ბუშტის ატონიის მკურნალობა

მკურნალობისას ტარდება შემდეგი მანიპულაციები:

·                     ნეიროგენული ფუნქციის თერაპიისთვის წამლების მიღება (მიოტროპული სპაზმოლიტიკური რელაქსანტები)

·                     ანტიქოლინერგიული პრეპარატები, ბეტა-ანდრენობლოკატორები;

·                     Е ვიტამინის მიღება;

·                     სახალხო მედიცინის საშუალებების გამოყენება;

·                     სპეციალური კათეტერების გამოყენება

 

საშიშროება

დაავადებასთან საბრძოლველად მთავარია მისი წარმოშობის მიზეზის გრკვევა. სხვა შემთხვევაში, როცა ძირითადი მიზეზი განუკურნებელია, შესაძლოა ჰიგიენის თანამედროვე საშუალებების გამოყენება, რომ ლოკალურად მოხდეს ასტონიის შედეგების ლიკვიდირება.  

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის საჭიროა პრვენციული ზომების მიღება დაავადებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება მიგვიყვანოს პირველ პრობლემასთან. ქალებისთვის მაგალითად ეს შეიძლება იყოს პირადი ჰიგიენის წესების დაცვა და გადაციებისგან და ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვა.   

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.