შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი – ენდოკრინული სისტემის გავრცელებული დაავადება, რომელიც ხასიათდება ნივთიერებათა ცვლის ქრონიკული დარღვევით.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:
· შაქრიანი დიაბეტი 1 ტიპის (ინსულინდამოკიდებული) – ინსულინის გამომუშავების დარღვევა;
· შაქრიანი დიაბეტი 2 ტიპის (ინსულინდამოუკიდებელი) – ორგანიზმის ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითება ინსულინის მიმართ.
მიზეზები
· მემკვიდრეობითობა;
· ცხიმიანობა;
· კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები;
· ძლიერი ნერვული სტრესი;
· ჰორმონალური დარღვევები.
სიმპტომები
· ხშირი შარდვა;
· ძლიერი წყურვილი;
· მუდმივი შიმშილის გრძნობა;
· წონის სწრაფი დაგდება.
ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს:
· საერთო სისუსტე;
· ქავილი;
· პირის სიმშრალე;
· ხშირი თავის ტკივილი;
· ხელების და ფეხების დამბლა;
· პირში რკინის გემოს შეგრძნება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ენდოკრინოლოგი ნიშნავს სისხლის ანალიზს მასში შქრის დონის დასადგენად.
მკურნალობა
· დიეტა;
· ანტიდიაბეტური პრეპარატები;
· ინსულინოთერაპია.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში რაციონში უნდა შედიოდეს შემდეგი სახის პროდუქტები:
· პურ-ფუნთუშეული;
· ბოსტნეულის წვნიანები;
· უცხიმო თევზის, ქათმის, საქონლის ხორცი;
· მარცვლეული და ბურღულეული;
· მჟავე კენკროვანი და ხილი;
· ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი.
საშიშროება
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის გართულებები შეიძლება იყოს:
· ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება;
· დიაბეტური რეტინოპათია;
· თირკმელების დაზიანება;
· დიაბეტური ტერფი;
· ჰიპეროსმოლარული კომა.
რისკის ჯგუფი
· 40 წელს ზემოთ ადამიანები;
· ჭარბი წონის ადამიანები;
· სისხლძარღვების დაავადებების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ნაკლებცხიმიანი დიეტის დაცვა;
· წონის დაკლება;
· ფიზიკური ვარჯიშის შესრულება.