შაკიკი

შაკიკი

 

შაკიკი – ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, ძირითადად ლოკალიზებული თავის ერთ მხარეს. კისრის შაკიკი წარმოიშობა კისრის სახსრების ანთების შედეგად.

 

აურა შაკიკის დროს – ეს არის ფაქტორი, რომელიც წინ უსწრებს თავის ტკივილის დაწყებას.

გამოიყოფა შაკიკის ორი სახეობა:

·         კლასიკური (აურით);

·         საერთო (აურის გარეშე).

შაკიკი ქალებში ვლინდება 30-50 წლის ასაკში. ბავშვებში გვხვდება 5 წლიდან.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:

·         არტერიების შევიწროვება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         სისხლძარღვების არათანაბარი გაფართოვება;

·         ნერვული სისტემის ნეიროვასკულარული აშლილობა;

·         სეროტონინის მიმოცვლის სისტემური დარღვევა.

 

დაავადება შეიძლება პროვოცირებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:

·         ალკოჰოლური სასმელით;

·         ძლიერი სტრესით;

·         მტვრიან ან სიგარეტის კვამლიან შენობაში ყოფნით;

·         ჰორმონალური დარღვევებით (ქალებში).

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია:

·         თავის ტკივილი;

·         გულის რევა;

·         ხმაურისა და მძაფრი სინათლისადმი გაზრდილი მგრძნობელობა.

 

კლასიკური შაკიკის აურა შეიძლება გამოვლინდეს:

·         თვალებში ნაპერწკლების გაჩენით;

·         კიდურების სისტუით და მათი ანემიით;

·         გარკვეული სუნის შეგრძნებით;

·         შენელებული საუბრით.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:

·         სისხლისა და შარდის ბიოქიმიური ანალიზი;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         ელექტროენცეფალოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების მუშაობის დასტაბილურება;

·         ნერვული სისტემის მუშაობის დასტაბილურება;

·         გულსისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება.

რიგ შემთხვევებში ინიშნება გასაუმტკივარებელი პრეპარატები.

 

საშიშროება

უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         თავის ტვინის შეშუპება;

·         ტვინის აბსცესი;

·         მენინგიტი;

·         ანევრიზმა;

·         ენცეფალიტი;

·         ჰიდროცეფალია.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         მეგაპოლისების მაცხოვრებლები;

·         ქალები (მენსტრუაციის პერიოდში);

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         დაბალანსებული კვება;

·         მოწევაზე უარის თქმა;

·         დღე-ღამეში მინიმუმ 7-8 საათი ძილი.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.