სფენების დერმატიტი

სფენების დერმატიტი

 

საფენების დერმატიტი კანის გაღიზიანება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ბარძაყებისა და საჯდომის არეში.

 

მიზეზები

დაავადების განვითარება ახალშობილებში განპირობებულია საფენების ქსოვილის გამაღიზიანებელი ზემოქმედებით. სინოტივით ან მაღალი ტემპერატურით; ამიაკით, რომელსაც შეიცავს შარდი; კალას ფერმენტებით; ფეკალიაში შემავალი მიკროორგანიზმების გამო. ყველა ეს მიზეზი ავლენს გამაღიზიანებელ ზემოქმედებას ბავშვის კანზე, რაც საბოლოოდ იწვევს დაავადების განვითარებას.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

  • პირველ სტადიაზე – სიწითლე, კანის ერთგვაროვნების დარღვევის გარეშე;
  • მეორე სტადიაზე – ძლიერი სიწითლე, დახეთქვა, ეროზია, წყლულოვანი წარმონაქმნები.

 

დიაგნოსტიკა

მეძუძურ ბავშვებს ხშირად უვლინდებათ ეს დაავადება, ამიტომ პედიატრი ატარებს საერთო კლინიკურ დათვალიერებას დიაგნოზის დასასმელად. ლაბორატორიულ გამოკვლევებს მიმართავენ გართულებული სიტუაციისას.

 

მკურნალობა

რეკომენდირებულია ერთჯერადი საფენების გამოყენება. ჩვილებში მკურნალობის ყველაზე კარგი მეთოდია ბავშვის კანის კონტაქტი ჰაერთან. თუ ტემპერატურული პირობები საშუალებას იძლევა, შეიძლება ბავშვი წელს ქვემოთ შიშველიც დავტოვოთ ძილის დროს.

ასევე გამოიყენება პუდრა, ზეთები, საცხები, სხვადასხვა საბავშვო კოსმეტიკა. როგო უნდა მოხდეს საფენების დერმატიტის მკურნალობა წყვეტს ექიმი.

 

საშიშროება

ხშირად დაავადება საშიშროებას არ წარმოადგენს ჩვილისთვის, მაგრამ მკურნალობა აუცილებელია, რადგან გაღიზიანებული ადგილები საკმაოდ მტკივნეულია და ბავშვს ამის ატანა გაუჭირდება.

 

რისკის ჯგუფი

აღნიშნულ დაავადებასთან გამკლავებაზე ფიქრი ხშირად უწევთ გოგონების მშობლებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაავადება გვხვდება ბავშვების 35-50%-ში.

 

პროფილაქტიკა

იმისათვის, რომ ბავშვებს თავიდან ავაცილოთ საფენების დერმატიტი, მათი კანი მუდმივად სუფთა, მშრალი და მოვლილი უნდა იყოს. არ უნდა დავუშვათ კონტაქტი შარდსა და კალასთან. საფენების გამოცვლა უნდა მოხდეს ხშირად. ასევე რეკომენდირებული არ არის საპნისა და შამპუნის ხშირი გამოყენება. ჩასაბანად რეკომენდირებულია უბრალო წყლის გამოყენება. დღის მანძილზე ბავშვის ქვედა სხეული გარკვეული დროით უნდა კონტაქტობდეს ჰაერთან.

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.