სებორეა

სებორეა

სებორეა კანის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებით. იგი სებორიული დერმატიტის გამოვლინებაა და იწვევს ქერტლსა და სიწითლეს სახისა და გულმკერდის მიდამოებში. სებორეამ შესაძლოა მკურნალობის გარეშე გაიაროს ან წლობით მოგიწიოთ ექიმის დანიშნულებიის მიღება. შესაბამისი პროდუქტებით სახის ყოველდღიური დატენიანება კანის ცხიმიანობას ამცირებს.

 

 

დაავადების ტიპები:

  • ცხიმიანი სებორეა;
  • მშრალი სებორეა;
  • შერეული სებორეა.

 

მიზეზები:

  • მემკვდრეობითი ფაქტორი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება;
  • ენდოკრინული სისტემის დარღვევები;
  • ჰორმონალური დარღვევები;
  • ნერვული აშლილობა;
  • არასწორი კვება;
  • ავიტამინოზი;
  • პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობა.

 

სიმპტომები:

  • კანის ძლიერი ქავილი;
  • ქერტლის გაჩენა;
  • თმის ცვენა, კეროვანი გამელოტება;
  • კანის გარე ფენის გასქელება;
  • კანის ცხიმოვანი სიპრიალე;
  • კანის დახეთქვა.

 

თუ გაწუხებთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ ექიმ-დიეტოლოგს!

დიაგნოსტიკა:

  • სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
  • სებომეტრია;
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
  • მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

 

მკურნალობა:

  • სპეციალური შამპუნის გამოყენება;
  • სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება;
  • ანტიალერგიული პრეპარატები;
  • პოლივიტამინები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის საჭირო პრეპარატები;
  • სედატიური პრეპარატები.

 

მკურნალობის დროს საჭიროა დიეტა დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:

  • პურს;
  • მაკარონის ნაწარმს;
  • საკონდიტრო ნაწარმს;
  • კარტოფილს;
  • ცხიმიანი ხორცის სახეობებ;
  • სპირტიანი სასმელს;
  • ყავა, კაკაო;
  • თხილს;
  • დამარილებული პროდუქტს.

 

გართულებები:

  • გამონაყარი;
  • კანის დახეთქვა;
  • გამელოტება;
  • ერითროდერმია.

 

რისკ-ჯგუფები:

  • მამაკაცები;
  • 1 წლამდე ბავშვები;
  • მოზარდები;
  • მოხუცები;
  • შიდსით და აივ-ინფიცირებულები;

 

რეკომენდაცია!

  • დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები
  • შეარჩიეთ კანის მოვლის სწორი საშუალებები
  • გაატარეთ მზეზე მეტი დრო
  • მიიღეთ ვიტამინები
  • გაიძლიერეთ იმუნიტეტი
  • დროულად უმკურნალეთ კუჭ-ნაწლავის დაავადებებს
  • შეზღუდეთ ცხიმიანი, ცხარე და ტკბილი საკვები

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.