საყლაპავის სტენოზი

საყლაპავის სტენოზი

 

საყლაპავის სტენოზი - დაავადება, რომლის დროსაც საყლაპავი მილი ტრავმების ან სხვა მიზეზთა გამო ვიწროვდება. ეს პრობლემა  საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში გვხვდება. რთულ შემთხვევებში პაციენტისთვის თხევადი საკვების მიღებაც კი შესაძლოა, მტკივნეული აღმოჩნდეს.

 

 

 

 

 

 

მიზეზები:

  • საყლაპავის განვითარების ემბრიონალური მანკი;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე ორგანოს დაავადება;
  • წყლულები;
  • ფეხმძიმობის დროს არსებული ტოკსიკოზი;
  • ანორექსია;
  • ბულიმია;
  • მძიმე ინფექციური დაავადებები;
  • ტუბერკულოზი;
  • ქუნთრუშა;
  • სიფილისი;
  • საყლაპავის ტრავმები;
  • სხივური თერაპია;
  • კეთილთვისებიანი სიმსივნის გაჩენა;
  • საყლაპავის კიბო;
  • ლიმფური კვანძების და შეშუპების გამო საყლაპავის შევიწროვება. 

 

 

სიმპტომები:

  • ახალშობილის ხშირი რეგურგიტაცია;
  • ჭარბი ნერწყვდენა;
  • ახალშობილის ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი;
  • ყლაპვის ფუნქციის მოშლა;
  • ღებინება;
  • ხველის ან ხუთვის შეტევები;
  • საკვების მიღების შემდეგ რეგურგიტაცია;
  • საყლაპავის ტკივილი;
  • ასპირაციული პნევმონია;
  • სტრიქტურის არეში შეშუპება;
  • საყლაპავის სპონტანური ან ტრავმატული დაზიანება. 

 

 

დიაგნოსტიკა:

  • გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
  • პედიატრის კონსულტაცია;
  • საჭმლის მომენელებელი სისტემის ენდოსკოპიური გამოკვლევა;
  • საჭმლის მომენელებელი სისტემის რენტგენი;
  • ეზოფაგოსკოპია;
  • ენდოსკოპიური ბიოპსია.

 

 

მკურნალობა:

  • გასტროენტეროლოგთან რეგულარული ვიზიტი;
  • დიეტა, რომელიც მოიცავს წვნიანი საკვების მიღებას;
  • ანტაციდური საშუალებების მიღება;
  • ბუჟირება;
  • ბალონური დილატაცია;
  • შევიწროვებული ნაწილის რეზექცია;
  • ეზოფაგოპლასტიკა;
  • გასტროსტომია.

 

 

რეკომენდირებულია:

  • ეზოფაგიტის, გასტრიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების თერაპია;
  • აგრესიული ქიმიით, უცხო სხეულებით და სხვა მხრივ ტრავმების მიღებისგან თავის დაცვა;
  • სწორი და რეგულარული კვება. 

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.