სახსრების დისპლაზია
სახსრების დისპლაზია – დამაკავშირებელი ქსოვილის დარღვევაა, რაც იწვევს მის დასუსტებას და სახსრების ჰიპერმობილობას (გაზრდილი მოძრაობა). სახსრების დისპლაზია ახალშობილებს დაბადებისთანავე ეტყობა, ხოლო ზრდასრულებში დაავადება იშვიათია.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
- მენჯ-ბარძაყის დისპლაზია;
- იდაყვის სახსრების დისპლაზია (იშვიათი);
- მხრის სახსარის დისპლაზია;
- მუხლის სახსრების დისპლაზია.
მიზეზები:
- მემკვირეობითი მიდრეკილება;
- სამშობიარო და პოსტსამშობიარო ტრავმები;
- ფეხმძიმობის დროს ქალის ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევები;
- ნაყოფის მჯდომიარე მდგომარეობა.
სახსრების დისპლაზია ხშირად აღენიშნება ახალშობილებს, რომელთა მშობლები 40 წელს არიან გადაცილებული.
სიმპტომები
დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია მისი ლოკალიზაციის ადგილზე და შემდეგია:
- ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა, დუნდულების და მათი ნაკეცების ასიმეტრია, რომელიც ჩანს გაშლილი ფეხების დროსაც (მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია);
- ტკივილი მხარის მოძრაობისას (მხრის სახსრების დისპლაზია);
- ტკივილი მუხლში მოძრაობისას, მუხლის ფორმის ცვლილება (მუხლის სახსრების დისპლაზია).
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ორთოპედი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
- სახსრების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
- სახსრების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:
- მასაჟები;
- სამკურნალო ფიზკულტურა;
- ფიზიოთერაპევტული პროცედურები;
- მედიკამენტები;
- სპეციალური სახვევები;
- ქირურგიული ოპერაციები (სახსრის შეცვლა ხელოვნურით).
მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები შედეგიანია 1 წლამდე, თუ ბავშვი უფრო დიდია, მაშინ ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
დაავადების მკურნალობის არარსებობა იწვევს:
- სიარულის დარღვევას;
- სხეულის ფორმის დარღვევას;
- ცვლილებებს ხერხემალში.
რისკის ჯგუფები:
- ახალშობილები, რომელთა მშობლები 40 წელზე ზემოთ არიან;
- ჰორმონალური ცვლილებების მქონე ბავშვები;
- ბავშვები, რომლებიც ნორმაზე მეტი წონით დაიბადნენ.
რეკომენდაცია!
- ფეხმძიმობის პერიოდში დაავადების განვითარების დროული შეწყვეტა;
- მეძუძური ბავშვების ფეხების გაკოჭვის გამორიცხვა;
- სამკურნალო ვარჯიშები.