საშვილოსნოს ყელის დისპლაზია
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია – საშოს ნაწილში ეპითელიის ატოპური ცვლილებაა, რაც ითვლება კიბოს საწყის დაავადებად. ჩვეულებრივი ეროზიისგან განსხვავებით, რომელიც წარმოიქმნება ქსოვილების მექანიკური დაზიანებით, დისპლაზია ეხება უჯრედოვან სტრუქტურებს, რომლებიც ფარავს საშვილოსნოს ყელს. აღნიშნული პრობლემა გვხვდება 25-35 წლის ქალებში.
მიზეზები
საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი მიზეზია ადამიანის პაპილომას ვირუსის ონკოგენური ტიპები (HPV-16 და HPV-18). თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ახდენენ აღნიშნული დაავადების პროვოცირებას:
- ორგანიზმის იმუნოდეფიციტი (იმუნიტეტის დაქვეითება ქრონიკული დაავადებების, სტრესის, მედიკამენტების, არასწორი კვების შედეგად);
- მწეველობა;
- სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები;
- ჰორმონალური ფონის დარღვევა, რაც გამოწვეულია ფეხმძიმობის, მენოპაუზის, ჰორმონების მიღების შედეგად;
- ადრეული სქესობრივი ცხოვრება;
- ადრეული მშობიარობა;
- საშვილოსნოს ყელის ტრავმები.
სიმპტომები
როგორც წესი საშვილოსნოს ყელის დისპლაცია რაიმე ნიშანს ან სიმპტომს ან წარმოშობს, ამიტომ ნაცხის ანალიზი და რეგულარული სკრინინგი მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული აღმოჩენისთვის. ზოგჯერ შესალოა ჩივილები მოიცავდეს:
- საშოს წვას და ქავილს;
- საშოდან უცნაური ფერის გამონადენს, უსიამოვნო სუნით, ზოგჯერ სისხლის ნარევით;
- პარალელურ მიმდინარეობას ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა ქლამიდიოზი, ვულვის კონდინომა, უკანატანის დაავადება, ჰონორეა.
დიაგნოსტიკა
მკურნალობის დასანიშნად საჭიროა დიაგნოსტიკური გამოკვლევა:
- გინეკოლოგის კონსულტაცია;
- კოლპოსკოპიის ჩატარება (უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურა);
- საშოდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა;
- მიზნობრივი ბიოპსია (უტყუარი მეთოდი, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს დაავადებას 100%-ით);
- პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია.
მკურნალობა
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე.
რიგ შემთხვევებში თეარპია არ ტარდება:
- თუ პაციენტის ასაკი 20 წელზე ნაკლებია;
- თუ აღინიშნება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის წერტილოვანი დაზიანებები;
- თუ არ ფიქსირდება პაპილომავირუსული ინფექცია;
- თუ დისპლაზია გავრცელებული არ არის ცერვიკალურ არხზე.
დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს შემდეგი პროცედურების ჩატარებით:
- კრიოთერაპია (საშვილოსნოს ყელის მოწვა თხევადი აზოტით);
- დიათერმოკოაგულცია (ელექტრული მოწვა);
- აქტუალურია ლაზეროვაპორიზაცია (დაბალი ინტენსივობის ლაზერული სხივების მოქმედება დაზიანებულ ადგილზე);
- შესაძლოა ოპერატიული გზით საშვილოსნოს კონუსური ნაწილის მოცილება;
- საშვილოსნოს ყელის ამპუტაცია.
დისპლაზიის ქირურგიული გზით მოცილების მეთოდს აქვს რამოდენიმე უკუჩვენება:
- ფეხმძიმობა;
- საშოს და საშვილოსნოს ყელის ინფექციები;
- მცირე მენჯის ანთებით დაავადებები.
საშიშროება
მთავარი საშიშროება დაავადების სიმსივნურ სტადიაზე გადასვლის შესაძლებლობაა, მაგრამ ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დისპლაზიის ოპტიმალური მკურნალობა გართულებების თავიდან აირდების საშუალებას იძლევა. ყურადღების მიქცევის გარეშე დაავადება შეიძლება გადავიდეს ინვაზიურ კიბოში. ფეხმძიმობის დროს საშვილოსნოს ყელის დისპლაზია საშიშია, მაგრამ შედეგი ფატალური არ არის, რადგან მწვავე სტადიების დროს ექიმები პაციენტებს საკეისრო კვეთის გაკეთებას ურჩევენ.
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
- გინეკოლოგთან რეგულარული გამოკვლევის ჩატარება;
- კონტრაცეპტივების მიღება;
- ვიტამინების მიღება;
- მოწევაზე უარის თქმა;
- სასქესო ორგანოების ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვა;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.