სარკოიდოზი

სარკოიდოზი

სარკოიდოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით ფილტვებსა და ლიმფურ კვანძებში, ანთებითი უჯრედების (გრანულომების) ზრდას იწვევ. მიუხედავად ამისა, სარკოიდოზს თვალებზე, კანზე, გულსა და სხვა ორგანოებზეც შეუძლია სერიოზული ზიანის მოტანა. ამ ეტაპზე სარკოიდოზის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არაა, თუმცა ექსპერტების აზრით, ეს სხეულის იმუნური სისტემის უცნობ ნივთიერებაზე რეაგირებით უნდა იყოს გამოწვეული. სარკოიდოზის სამკურნალო საშუალება არ არსებობს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იგი თავისით ქრება, ამასთან ჩივილები შესაძლოა წლებიც გაგრძელდეს.

 

მიზეზები

  • ტოქსიკური ნივთიერებები.
  • ინფექციური აგენტები, მაგალითად ტუპერკულოზის ატიპიური მიკობაქტერიები, ქლამიდიები, ბორელიები, ვირუსები.
  • ალერგენები.

 

 

კლასიფიკაცია

გამოიყოფა დაავადების სამი ტიპი:

  • მკერდშიდა;
  • მკერდგარე;
  • გენერალიზებული.

 

პროცესის ფაზები:

  • მწვავე;
  • პროგრესირება;
  • ჩაწყნარება;
  • განკურნება.

 

სიმპტომები

სარკოიდოზი ხშირ შემთხვევაში ვითარდება ნელ-ნელა და შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე, როცა ატარებენ ფლუოროგრაფიას. სარკოიდოზის პირველი სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან არასპეციფიური, როგორიცაა - სისუსტე, დაღლილობა, ციებ-ცხელება, პერიფერიალური ლიმფოკვანძების გადიდება, ართრალგია, ხუთვა, გამონაყარი კანზე. სარკოიდოზი სისტემური დაავადებაა, რომლის დროსაც იშვიათად ზიანდება მხოლოდ ერთი სისტემა. ის გრანულების სახის არსებობს ყველა ორგანოში, თირკმელზედა ჯირკვლების გარდა.  

 

დიაგნოსტიკა

დაავადების სხვადასხვა ფორმების დიაგნოსტკისთვის საჭიროა: სპირომეტრია, ექო-კარდიოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, თავის ფუძის გამოკვლევა, ბრონქოსკოპია და ა.შ.

 

მკურნალობა

სარკოიდოზის მკურნალობა საჭიროებს ადგილობრივი ზემოქმედების პრეპარატების მიღებას, რომლებიც შეიცავენ იგივე მოქმედ ნივთიერებებს, რაც გამოიყენება სისტემური თერაპიისთვის. რიგ შემთხვევებში შეიძლება ქირურგიული ჩარევა, თუმცა მსგავსი რამ იშვიათად ხდება.

 

საშიშროება

სარკოიდოზი არ იწვევს სიკვდილიანობას, მაგრამ მთელი რიგი გართულებების მიზეზი ხდება - აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. იწვევს ფილტვების ფიბროზულ გადიდებას, რომელიც აფერხებს სუნთქვას, გულის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის მუშაობას, აქვეითებს მხედველობას. დროული და შესაბამისი მკურნალობისას ყველა ეს პრობლემა შეიძლება აღმოიფხვრას.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან საშუალო ასაკის ადამიანები, უფრო ხშირად დაავადება გვხვდება ქალებში. ასევე იმ ადამიანებში, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია მძიმე ტოქსიკურ და კანის მექანიკური დაზიანების გამომწევ ნივთიერებებთან.

 


პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა. ტოქსიკურ ნივთიერებებთან, ალერგენებთან, ინფექციურ აგენტებთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.