სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა
სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნების გაჩენა. იგი წარმოადგენს მასტოპათიის ერთ-ერთ გამოვლინებას. ფიბროადენომები ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა და უმეტესად 15-დან 35 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. როგორც წესი, მკურნალობა სიმაგრის ზომის ან ფორმის ცვლილებების დასადგენ ბიოფსიას მოიცავს. წარმონაქმნების ზომა 0,2-0,5 მმ-დან 5-7 სმ-მდე მერყეობს.
მიზეზები
- ფეხმძიმობა;
- ჰორმონალური ფონის დარღვევა;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღება;
- ძუძუთი კვება;
- სოლარიუმში ზედმეტად გარუჯვა.
- გინეკოლოგიური დაავადებები.
სიმპტომები
- უმტკივნეულო, ბურთისმაგვარი წარმოანქმნები მკერდში, რომელსაც გამოკვეთილი ფორმა აქვს;
- წარმონაქმნების სწრაფი ზრდა.
მიზეზები
- ფეხმძიმობა;
- ჰორმონალური ფონის დარღვევა;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღება;
- ძუძუთი კვება;
- სოლარიუმში ზედმეტად გარუჯვა.
- გინეკოლოგიური დაავადებები.
სიმპტომები
- უმტკივნეულო, ბურთისმაგვარი წარმოანქმნები მკერდში, რომელსაც გამოკვეთილი ფორმა აქვს;
- წარმონაქმნების სწრაფი ზრდა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს მამოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
- მამოგრაფია;
- სარძევე ჯირკვლის ბიოპსია.
- მკერდის პალპაცია;
- სარძევე ჯირკვლების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა
- ულტრა-ბგერითი აბლაცია;
- კრიოაბლაცია;
- ჰომეოპათიური პრეპარატები;
- რადიოტალღური გაქრობა;
- ქირურგიული ოპერაცია.
საშიშროება
საშიშროებას წარმოადგენს დაავდების მხოლოდ ფოთლოვანი ფორმა, რომელიც დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა გადაიზარდოს მკერდის კიბოში.
რისკის ჯგუფი
- 20-30 წლის ქალები;
- ქალები, რომლებსაც პირველი მენსტრუაცია ნორმალურ ასაკთან შედარებით ადრე ან გვიან დაეწყოთ;
- ქალები, რომლებსაც არ ქჰონიათ მშობიარობა;
- მკერდის ტრავმის მქონე ქალები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- მკერდის ინსოლაციისგან თავის დაცვა;
- ცხელი აბაზანების მავნედ გამოყენებისგან თავის შეკავება;
- სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
- მამოლოგთან ვიზიტი, წელიწადში მინიმუმ ერთხელ.