საკვერცხის კისტა
კისტა – ეს არის საკვერცხის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც წარმოადგენს სითხის შემცველ ბუშტუკს. არსებობს საკვერცხის კისტის რამოდენიმე სახეობა. პათოგენეზი, სიმპტომები და მკურნალობა განსხვავებულია.
მიზეზები
წარმოშობის მიზეზის მიხედვით კისტები არსებობს სხვადასხვაგვარი:
· ფოლიკულარული კისტები – განვითარების მიზეზია საკვერცხეების ანთება ან ჰორმონალური დარღვევები;
· ფუნქციონალური – წარმოიქმნება საკვერცხიდან გამოუსვლელი კვერცხუჯრედებისგან ან ოვულაციასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამო. მათ ძალიან ჰგვანან დროებითი კისტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავისთავად გაიწოვება;
· ანომალიური კისტები – გაუწოვადი, ფუნქციონალური კისტები, რომლებიც მიდრეკილი არიან ზრდისკენ.
პათოლოგიის მიხედვით არსებობს კისტების შემდეგი სახეობები:
· ენდომეტრიოზული – წარმოშობის მიზეზი არის ენდომეტრიოზი: ენდომეტრის უჯრედები ხვდებიან საკვერცხეში, შემდეგ საშვილოსნოში;
· დერმოიდული – შეიძლება შეიცავდეს თმას, კანს; ვითარდებიან ნაყოფის ანომალიის შედეგად და ძირითადად უვლინდებათ მოზარდ გოგონებს;
· ყვითელი სხეულის კისტები – ნახევრად თხევადი ყვითელი მასისგან შემდგარი წარმონაქმნი, მათი გაჩენის მიზეზია ოვულაციის დარღვევა.
· სეროზული – წარმოიქმნებიან სეროზული ქსოვილისგან.
გარდა ამისა წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
სიმპტომები
· მუცლის ქვედა ნაწილში და საშოში ტკივილი;
· ოვულაციის დარღვევა;
· უნაყოფობა;
· მუცლის მოცულობის გაზრდა – დიდი კისტების დროს;
· მწვავე ტკივილი და ციებ-ცხელება - გაკვანძვისა და დაჩირქების შემთხვევაში.
დიაგნოსტიკა
მარჯვენა საკვერცხის კისტა, დიდი ხნის მანძილზე უსიმპტომოდ განვითარების შემთხვევაში იზრდება ზომაში, შესაძლოა გასკდეს და ამ დროს იწვევს მწვავე აპენდიციტის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის სიმტომებს. მარცხენა საკვერცხის კისტა ხშირად იმალება ნაწლავის კოლიკას უკან. ზოჯერ კისტები იზრდება ფეხებზე, თუ ასეთი კისტის ფეხი გაიკვანძა ან დაჩირქდა, ჩნდება «მწვავე მუცლის» და პერიტონიტის სიმპტომი. ამიტომ, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარება, მათ შორის გარე ორსულობის და ავთვისებიანი წარმონაქმნების გადამოწმება. ტარდება ულტრა-ბგერითი ბიოპსია.
მკურნალობა
მკურნალობა ბევრად არის დამოკიდებული ლოკალიზაციასა და ზომაზე. პატარა ზომის წარმონაქმნები იკურნება ჰორმონალური კონტრაცეპტივებით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, ხოლო დიდი ზომის კისტები ექვემდებარება ქირურგიულ მოცილებას. მარჯვენა და მარცხენა კისტის მკურნალობა მიმდინარეობს ერთნაირად. მკურნალობის წესს ადგენს ექიმი.
საშიშროება
მსხვილი კისტები შეიძლება დაფარული იყოს, რის შედეგადაც იწყება მწვავე ანთება. კისტის ფეხის გაკვანძვა იწვევს პერიტონიტს. განსაკუთრებით საშიშია ორივე საკვერცხის კისტა.
რისკის ჯგუფი
გინეკოლოგიაში დადგენილია, რომ აღნიშნული პათოლოგია შეიძლება აღმოაჩნდეს ნებისმიერ ქალს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ჰორმონალური დარღვევების მქონე პაციენტებმა.
პროფილაქტიკა
რეგულარული პროფილაქტიკური დათვალიერება გინეკოლოგთან.