როზაცეა
როზაცეა (ვარდისფერი აკნე) – ეს არის სახის კანის ქრონიკული დაავადება, რომელსაც აქვს არაინფექციური და ხშირ შემთხვევაში ანგიონერვოტული ხასიათი.
მიზეზები
· ცხარე საკვებისა და სანელებლების ხშირი გამოყენება;
· ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
· ცხელი სასმელები;
· ქიმიური პილინგი;
· კორტიკოსტეროიდების შემცველი გარე მოხმარების საშუალებების გამოყენება;
· აგრესიული შემცველობის კოსმეტიკური საშუალებები;
· რიგი მედიკამენტების მიღება;
· ზემდეტი ინსოლაცია;
· სტრესი;
· ძლიერი ქარი;
· მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება;
· ფიზიკური დატვირთვა.
შინაგანი მიზეზები:
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
· ენდოკრინული დაავადებები;
· იმუნური სისტემის მოშლა;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;
· კანის ინფექციები.
სიმპტომები
· კანზე ჰიპერემიული ადგილების გაჩენა;
· კნზე წვრილი მოწითალო ან ჩირქოვანი პაპულების გაჩენა;
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი გარეგანი დათვალიერების საფუძველზე.
მკურნალობა
· დასაბანად თბილი წყლის გამოყენება;
· მზეზე დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.
· სიცივეში ცხიმიანი საცხების გამოყენება.
· საუნებსა და აბანოებში სიარულისგან თავის შეკავება.
· ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება.
· სახისთვის რბილი პირსახოცის გამოყენება.
· მამაკაცებისთვის რეკომენდირებულია ელექტრონული საპარსის გამოყენება.
· სახის საცხები არ უნდა შეიცავდნენ ჰორმონალურ დანამატებს.
· სახის საცხები არ უნდა შეიცავდნენ სისხლძარღვების გასაფართოვებელ საშუალებებს.
რისკის ჯგუფი
· ქერა, ღია კანის ფერის ადამიანები;
· ქალები მენოპაუზის დროს;
· ალერგიული დერმატიტის მქონე პირები;
· ჩრდილოეთის მაცხოვრებლები;
· ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის მქონე პირები;
· გასტრიტის და დუოდენდიტის პრობლემების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დიეტის დაცვა;
· სახის კანზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების შეზღუდვა;
· როზაცეას გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
· კანის მოსავლელად ნატურალური კომპონენტების შემცველი საშუალებების გამოყენება, რომელბიც არ გმოიწვევს სახის კანის გაღიზიანებას.