როტაციზმი
როტაციზმი, ენაბორძიკობა - მეტყველების დარღვევა, რომელსაც ახასიათებს ბგერა «რ»-ს გამოთქმის დარღვევა, წარმოადგენს დისლალიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას. უმეტეს შემთხვევაში არ არის თანდაყოლილი.
მიზეზები
აღნიშნული პათოლოგიის გამომწვევი მიზეზებია:
· მექანიკური ფაქტორი;
· ფუნქციონალური ფაქტორი;
· მემკვიდრეობითი ფაქტორი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ახორციელებს ექიმი-ლოგოპედი, რისთვისაც საჭრიოა გაირკვეს:
· ბგერითი ანალიზის დონე;
· ბგერათა წარმოთქმის განსაკუთრებულობა;
· არტიკულარული აპარატის მდგომარეობა და მოძრაობა;
· სმენისა და მხედველობის მდგომარეობა;
· ფსიქოსამეტყველო განვითარების თავისებურებები;
· სიტყვათა მარაგი;
· გრამატიკის, წერის, კითხვის თავისებურებები;
· მხედველობითი აღქმის უნარი.
მკურნალობა
ენაბორძიკობის გამოსწორება ხანგრძლივი და რთული პროცესია. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დიდია პათოლოგიის გამოსწორების შანსი. მკურნალობის პერიოდში ექიმი ატარებს ლოგოპედიურ, ფსიქო-კორექტულ, პედაგოგიურ, კომუნიკაციურ სამუშაოებს:
· ბგერების დაყენება;
· ენის მასაჟი;
· ენის წინა ნაწილის ვიბრაციის განსახორციელებელი სავარჯიშოები;
· ბგერა «რ»-ს ავტომატიზაციის სავარჯიშოები;
· არტიკულაციური ვარჯიში.
ზრდასრულებში ენაბორძიკობა აღენიშნება 2%-ს. ზრდასრულ ასაკში დეფექტის გამოსასწორებლად შეიძლება საჭირო გახდეს ენის კუნთებზე ქირურგიული ჩარევა.
პროფილაქტიკა
აღნიშნული დეფექტის შემდგომში თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია ბავშვის მეტყველების განვითარებაზე თავიდანვე ზრუნვა და ლოგოპედთან დროულად მისვლა.