რკინადეფიციტური ანემია
რკინადეფიციტური ანემია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლში ერითროციტების და ჰემოგლობინის დაბალი დონე, რაც გამოწვეულია ორგანიზმში რკინის ნაკლებობით და გარკვეული ტროფიკული აშლილობით.
მიზეზები
დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში არასაკმარისი რკინის მოხვედრით, რაც იწვევს ერითროციტების შემცირებას. რკინადეფიციტური ანემიის მიზეზებია:
· სისხლში ერითროციტების სისცოცხლისუნარიანობის მოშლა ან შემცირება (ნორმით – 4 თვე);
· სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა (მწვავე ან ქრონიკული);
· ალერგიული რეაქციების სიმრავლე;
· ხშირი მრვი (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია);
· ფეხმძიმობის პერიოდი, მენსტრუაცია, მოზარდობის პერიოდი ბავშვებში;
· კუჭ-ნაწლავის მიერ რკინის შეწოვის პროცესის დარღვევა;(გასტრიტის დროს).
რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
· სწრაფი დაღლა;
· საერთო სისუსტე;
· შრომისუნარიანობის დაქვეითება;
· გონების დკარგვა;
· ყურებში ხმაურის შეგრძნება;
· თვალებში ნაპერწკლების დანახვა;
· მუდმივი თავის ტკივილი;
· ხუთვა;
· გახშირებული გულისცემა (მშვიდად ყოფნის და მცირედი დატვირთვის დროსაც);
· ცივი კიდურები;
· კანის სიფერმკრთალე სილურჯის თანხლებით;
· ტუჩის კუთხეებში დამსკდარი ადგილები;
· ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა;
· ყნოსვისა და გემოს დარღვევა;
· ენის ტკივილი და დაბუჟება.
დიაგნოსტიკა
«რკინადეფიციტური ანემიის» არსებობისას დიაგნოსტიკას აკეთებს ექიმი-ჰემატოლოგი, რის შედეგადაც ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზს.
პარალელურად შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი გამოკვლევები:
· საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა;
· ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბიოპსია;
· კოლონოსკოპია;
· რექტორომანოსკოპია;
· ნაწლავის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· რკინის შემცველ პრეპარატებს;
· პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ვიტამინს - В12;
· გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
· ფარული სისხდენის შეწყვეტა და მკურნალობა;
· სისხლის გადასხმა.
საშიშროება
თუ დროულად არ დადგინდება როგორ უნდა განიკურნოს რკინადეფიციტური ანემია, ამან შეიძლება მიგვიყვანოს საშიშ გართულებებამდე:
· მეორადი ინფექციების განვითარება (პნევმონია, გრიპი);
· სწორი ნაწლავის ანთება;
· ტრომბოზი;
· ანემიური კომა.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
· ჯანსაღი ცხოვრების წესი.