რინოფიმა
რინოფიმა - კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჩნდება ცხვირის ყველა ელემენტის ჰიპერტროფიის ფორმით.
მიზეზები
· როზაცეას გართულებული დაავადება;
· ჰორმონალური ფონის დარღვევა;
· ჰიპოვიტამინოზი;
· სტრესული სიტუაციები;
· გადახურება;
· გადაციება;
· მაღალი ტენიანობა;
· ზედმეტი სიმშრალე;
· ჰაერის დამტვერვა;
· სპირტიანი სასმლის გამოყენება;
· კანის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიები.~
სიმპტომები
· პათოლოგიის კერები, რომლებიც ლოკალიზდება ცხვირის ნესტოებთან;
· პათოგენური წანაზარდები კანზე;
· გაფართოვებული ფორები;
· ჩირქოვანი მასა ცხვირში;
· ახალი წარმონაქმნების ცუდი სუნი;
· კანის საფარის გასქელება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგის ჩარევაც. გამოკვლევისთვის საჭიროა ჰიპერტროფირებული ჯირკვლებიდან გამონადენის ციტოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
· ქირურგიული ჩარევა;
· ლაზერული თერაპია;
· ცხვირის რინოფიმას რადიოტალღური მეთოდით მკურნალობა;
· პლასტიკური ოპერაცია, რომელიც გაასწორებს ცხვირის ფორმას.
საშიშროება
რინოფიმა - ეს არის დაავადება, რომელიც ნეგატიურად აისახება არამარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის გარეგნობაზეც. მისი უყურადღებოდ დატოვება იწვევს რიგი გართულებების გამოწვევას, რომელთაგან ერთ-ერთი, მაგალითად შეშუპება შეიძლება გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში და გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სებორეას თერაპია;
· ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან თავის დაცვა;
· კოსმეტოლოგთან ვიზიტი;
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· აღნიშნული პრობლემის გამომწვევი პათოლოგიების დროული მკურნალობა.