რევმატიზმი
რევმატიზმი – დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
· გულის რევმატიზმი;
· სისხლძარღვების რევმატიზმი;
· სახსრების რევმატიზმი;
· კანის რევმატიზმი;
· ვენტრალური ნერვული სისტემის რევმატიზმი;
· სეროზული საფარის რევმატიზმი.
მიზეზები
· ინფექციური დაავადებები;
· იმუნური სისტემის დაქვეითება;
· ორგანიზმის გადაციება.
სიმპოტმები
· სხეულის ტემპერატურის 39 გრადუსამდე აწევა;
· საერთო სისუსტე;
· სწრაფი დაღლა;
· ჭარბი ოფლიანობა;
· თავის ტკივილი;
· სახსრების ტკივილი, გაწითლება, სახსრების შეშუპება, მოძრაობის დაქვეითება;
· გულის ტკივილი, გახშირებული გულისცემა;
· კუნთების კანკალი, კუნთების სისუსტე;
· ღია ვარდისფერი გამონაყარი კანზე, სახსრების კანქვეშ კვანძების გაჩენა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს რევმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· სასუნთქი გზებიდან ნაცხის დათესვა;
· ელექტროკარდიოგრაფია;
· ექოკარდიოგრაფია;
· ფილტვების რენტგენი.
მკურნალობა
· არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· კორტიკოსტეროიდები;
· ანტიბიოტიკები;
· იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატები.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება გახდეს:
· არითმია;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· გულის უკმარისობა;
· თავის ტვინის იშემია;
· ელენთის და თირკმელების ინფარქტი;
· მაგისტრალური სისხლძარღვების თრომბოემბოლია.
რისკის ჯგუფი
· 7-15 წლის ასაკის ბავშვები;
· ქალები;
· ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებების მქონე ადამიანები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
· ორგანიზმის გაკაჟება;
· გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.