რძიანა
რძიანა - წარმოადგენს დაავადებას, რომელიც გამოწვეულია საფუარისმაგვარი სოკოს Candida-ს ორგანიზმში მოხვედრით.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკების გამოყენება.
· იმუნიტეტის დეფიციტი და დაქვეითება.
· თანმდევი ქრონიკული ინფექციები.
· შაქრიანი დიაბეტი.
· ფეხმძიმობა.
· ჰორმონალური დარღვევები.
· ჰერპესის ვირუსი.
· არასწორი კვება.
· ალერგია.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· გამონადენი ხდება ხაჭოსებრი, იზრდება მოცულობა და აქვს ცუდი სუნი.
· ტკივილი შარდვისას.
· საშოს წვა და ქავილი.
· სასქესო ბაგეების შეშუპება და სიწითლე.
· ტკივილი სქესობრივი აქტისას.
რძიანას სიმპტომები მამაკაცებში:
· დაავადება აზიანებს სასქესო ორგანოს თავს და გვერდით ნაწილებს, რის გამოც ამ ადგილებში იგრძნობა წვა და ქავილი.
· თეთრი ნადები სასქესო ორგანოს თავზე.
· სიწითლე, ჰიპერთერმია.
· ტკივილი შარდვისას.
· ტკივილი სქესობრივი აქტისას.
· არასასიამოვნო სუნი.
· სასქესო ორგანოს თავის სიმშრალე.
· ზოგჯერ ვლინდება წვრილი წითელი გამონაყარი.
თუ მსგავს სიმპტომებს აღმოაჩენთ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
დიაგნოსტიკა
რძიანას ცუდი სუნისას და არასასიამოვნო სიმპტომების გაჩენისას ქალებში, საჭიროა სასწრაფოდ სპეციალისტთან მისვლა. ქალებშიც და კაცებშიც რძიანას დიაგნოსტიკა ხდება ერთნაირად - იღებენ ნაცხს და უტარებენ ანალიზს პათოგენული მიკროფლორის დასადგენად. დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ურლოგი (მამაკცებში) და ექიმი-გინეკოლოგი (ქალებში);
თუ მამაკაცებს უდგინდებათ სოკოს უმნიშვნელო რაოდენობაც კი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ინფექციის მატარებლები არიან.
რძიანა ფეხმძიმობისას
ფეხმძიმობის დროს ხდება საშოს მიკროფლორის ცვლილება, ქვეითდება იმუნიტეტი, ზოგჯერ ჰორმონალური დარღვევებიც აღინიშნება, ამიტომ ფეხმძიმობისას რძიანა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. შესაბამისად საჭიროა გინეკოლოგის მუდმივი კონტროლი, რომელიც პაციენტს ჩაუტარებს დიგანოსტიკას და დაადგენს მკურნალობის ზუსტ მეთოდს, რათა არ მოხდეს ნაყოფის დაზიანება.
რძიანა ახალშობილებში
რძიანა ხშირად უჩნდებათ ახალშობილებს, მას იგივე მიზეზები აქვს, რაც ზრდასრულებში – სოკო Candida. ყველაზე ხშირად ზიანდება სასქესო ორგანოები და პირის ღრუ.
ჩვილებში დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს შემდეგმა ფაქტორებმა:
· ცხელი, მშრალი ჰაერი. თუ ბავშვი ხშირად ტირის, მას უშრება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, რაც ხელსაყრელი პირობაა სოკოს გაჩენისთვის.
· ლორწოვანის მექანიკური ტრავმა.
· ხშირი რეგურგიტაცია.
· ანტიბიოტიკებით და ჰორმონებით მკურნალობა.
რძიანას მკურნალობა ჩვილებში
ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების მიზნით. ძუძუთი კვების დროს დედა უნდა გაესინჯოს დაავადებაზე, ხშირად ამ პერიოდში რძიანა ლოკალიზდება ძუძუს თავებზე. ადეკვატური მკურნალობისას ბავშვს რძიანა უქრება 10 დღის განმავლობაში.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობის დაწყება საჭიროა ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ. ექიმთან ვიზიტამდე რეკომენდირებულია სქესობრივი აქტისგან თავის შეკავება.
მკურნალობა უნდა გაიარონ ორივე პარტნიორმა.
საშიშროება
დაავადებას დიდი ზიანი არ მოაქვს ორგანიზმისთვის, მაგრამ ფეხმძიმობის დროს ის საშიშია, რამდენადაც:
· ჩნდება მუცლის მოშლის საშიშროება;
· მაღალია ჩვილის კანდიდოზით დაბადება.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· სუსტი იმუნიტეტის მქონე ქალები;
· ფეხმძიმობის გვიან პერიოდში მყოფი ქალები;
· დღენაკლული ჩვილები.
პროფილაქტიკა
· ანტიბიოტიკების მიღებისას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა;
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
· შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის გამორიცხვა;
· დაბალანსებული კვება;
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· ნატურალური ქსოვილის შიდა თეთრეულის ტარება.