ქუსლის ძვლის წანაზარდი
ქუსლის ძვლის წანაზარდი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქუსლის ძვალზე წანაზარდის გაჩენა, რომლის ზომა შეიძლება იყოს 2-3 მმ-დან 1-2 სმ-მდე.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· ბრტყელტერფიანობა;
· ჭარბი წონა;
· მოუხერხებელი და ვიწრო ფეხსაცმელის ტარება;
· ქუსლის ძვლის ტრავმები;
· წელის ოსტეოქონდროზი;
· მსხვილი სახსრების დაავადებები;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
სიმპტომები
· დგომისა და სიარულისას ტერფის ძლიერი ტკივილი;
· დასვენებისა და ძილის შემდეგ მწვავე ტკივილი;
· საღამოს პერიოდში ტკივილის გამწვავება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ორთოპედი ატარებს შემდეგ ღონისძიებებს:
· სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
· ფიზიკურ დათვალიერებას;
· ქუსლის რენტგენს;
· ტერფის მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას.
მკურნალობა
· მასაჟი;
· სამკურნალო ფიზკულტურა;
· ფეხებისთვის განკუთვნილი თბილი აბაზანები;
· ფიზიოთერაპია;
· ორთოპედიული საფენების გამოყენება;
· შოკურ-ტალღური თერაპია;
· მედიკამენტური ბლოკადები;
· ოპერატიული ჩარევა.
საშიშროება
დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს კოჭლობა და დამოუკიდებლად გადაადგილების შეუძლებლობა.
რისკის ჯგუფი
· 40 წელს ზემოთ ქალები;
· ბრტყელტერფიანები;
· ჭარბწონიანები;
· სპორტსმენები;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევის პრობლემების მქონე პირები;
· ქუსლის ძვლის ტრავმების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სახსრების, ხერხემლის, ბრტყელტერფიანობის დროული მკურნალობა;
· ტერფებზე დიდი დატვირთვის არიდება;
· ორთოპედიული საფენებით ფეხსაცმლის ტარება;
· ფეხების ვარჯიშის შესრულება.