ქუნთრუშა
ქუნთრუშა – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ძირითადად 3-10 წლის ასაკის ბავშვებში გვხვდება.
მიზეზები
ქუნთრუშა ვითარდება ორგანიზმის А ჯგუფის სტრეპტოკოკებით დაავადების გამო.
სიმპტომები
· ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე;
· სისუსტე;
· ციება;
· გულის რევა, ღებინება.
· ტანზე წვრილი გამოანყარი;
· ქავილი, კანის დახეთქვა;
· ენის ღია წითელი ფერი;
· გამონაყარი ხახაზე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის პედიატრისთვის საკმარისია პაციენტის დათვალიერება, რიგ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზი.
მკურნალობა
· ანტიბიოტიკები;
· პენიცილინი;
· ანტიალერგიული პრეპარატები;
· პოლივიტამინები;
· ყელის გამორეცხვა ანტისეპტიკური ხსნარებით და ბალახის ნაყენით;
· წოლითი რეჟიმი.
დიეტა
მკურნალობის დროს პაციენტებს ენიშნებათ დიეტა №2, გამოჯანმრთელების შემდეგ – დიეტა №15. საჭიროა ბევრი სითხის მიღება.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· ოტიტი;
· სინუსიტი;
· ქრონიკული ტონზილიტი;
· ბრონქიტი;
· პნევმონია;
· რევმატიზმი;
· პიელონეფრიტი;
· სისხლის მოწამვლა;
· ძვლების ანთება.
რისკის ჯგუფი
· 10 წლამდე ასაკის ბავშვები;
· სუსტი იმუნიტეტის მქონე ბავშვები;
· ანემიის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· იმუნური სისტემის გამყარება;
· დაავადებულთან კონტაქტისგან თავის შეკავება;
· საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების რეგულარულად განიავება და კარგად დასუფთავება.