ქოშინი
ქოშინი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის სიხშირის, რითმის და სიღრმის დარღვევა.
დაავადებას აქვს შემდეგი ფორმები:
· ინსპირატორული ხუთვა;
· ექსპირატორული ხუთვა;
· შერეული ხუთვა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
· ფილტვების ქსოვილის დაავადება;
· ფილტვების დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადებები;
· გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევა;
· გულმკერდის დეფორმაციის გამომწვევი ტრავმები;
· სიმსუქნე;
· ფსიქიკური დარღვევები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის დროს გართულებები;
· გულის არეში სიმძმის შეგრძნება;
· ჰაერის უკმარისობა;
· ღრმად სუნთქვისას პრობლემები;
· ხუთვა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პულმონოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· სისხლის კლინიკური ანალიზი;
· სისხლში გაზების შემცველობის გამოკვლევა;
· გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
· გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· სპიროგრაფია;
· ბრონქოპროვოკაციული ტესტი;
· ბოდილეტიზმოგრაფია;
· ფიბრობრონქოსკოპია;
· ელექტროკარდიოგრაფია;
· ექოკარდიოგრაფია;
· ფილტვების ბიოპსია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ბრონქოლიტიკებს;
· ჟანგბადოთერაპიას;
· ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას;
· ოპერატიულ ჩარევას;
· სუნთქვის ვარჯიშებს.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სასუნთქი გზების დაავადებების დროული მკურნალობა;
· სხეულის მასის კონტროლი;
· მოწევაზე უარის თქმა;
· ბრონქების სპაზმების თავიდან აცილება
· სასუნთქი გზების გასაძლიერებელი ვარჯიშის შესრულება.